ინდოეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
ინდოეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – წარმოადგენს უნიკალური წიგნებითა და ხელნაწერებით დახუნძლულ ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოთეკას ინდოეთში,რომელიც განთავსებულია ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კალკუტაში.აღნიშნული ბიბლიოთეკა დღესდღეობით ინდოეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება.ეროვნული ბიბლიოთეკის ჩამოყალიბებას სათავე 1836 წელს დაედო.ამ დროს კალკუტაში გამოჩნდა საჯარო ბიბლიოთეკა,რომელიც არ იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. (ავტორი გენია.ჯი) თითოეულ მსურველს ბიბლიოთეკაში შესვლა 300 რუპია (5 ამერიკული დოლარი) უჯდებოდა,თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ქვეყნის შეჭირვებული მოსახლეობიდან გამომავალი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის დაშვებული იყო გამონაკლისი,მათ გარკვეული პერიოდის განმავლკობაში სრულიად უფასოდ შეეძლოთ ესარგებლათ ბიბლიოთეკით.კალკუტის საჯარო ბიბლიოთეკის პირველი ხელმძღვანელი გახლდათ ეგრეთ წოდებული “ბენგალური აღორძინების” (მიმდინარეობა XIX-XX საუკუნეების ინდურ ხელოვნებაში,რომლის მიზანიც გახლდათ სრულიად ახალი ეროვნული ხელოვნების შექმნა.აღნიშნულ ხელოვნებაზე დიდი გავლენა იქონია ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ) თვალსაჩინო წარმომადგენელი და მეწარმე – ჯარკანატჰ თაგორი (1794-1846 წლები).პირველი დიდი წიგნების პარტია (4675 გამოცემა) ბიბლიოთეკაში შეტანილ იქნა ინდოეთის გენერალ-გუბერნატორის – სერ ჩარლზ თეოფილუს მეკლაფტის (1785-1846 წლები) მიერ.მან აღნიშნული წიგნები ბიბლიოთეკაში,კალკუტაშივე მდებარე – ფორტ-უილიამის კოლეჯიდან გადაიტანა.გარდა ინდურ ენოვანი წიგნებისა,ამ “დიდებულ წიგნის სამყაროში” დაბინავებული გახლდათ ინგლისურ ენოვანი და სხვა ენოვანი მრავალი წიგნი.გარდა იმისა,რომ კალკუტას ბიბლიოთეკას რეგულარულად ეხმარებოდნენ კერძო პირები,მასზე მხზრუნველობა დაიწყო ქვეყნის ხელისუფლებამაც.ასეთმა დამოკიდებულებამ ბიბლიოთეკის ფუნქციონირება ისეთ მაღალ და გამართულ დონეზე აიყვანა,რომ თვით ბევრი ევროპული ბიბლიოთეკისათვის სამაგალითოც კი გახდა.
1891 წელს ინდოეთში გაიხსნა “საიმპერიო ბიბლიოთეკა”,რომელსაც ქვეყნის გენერალ-გუბერნატორის – ჯორჯ კერზონის ბრძანების საფუძველზე შეუერთდა კალკუტის საჯარო ბიბლიოთეკა. 1903 წელს კალკუტის ბიბლიოთეკამ,როგორც დამოუკიდებელმა საჯარო დაწესებულებამ,თავისი ფუნქცია დაკარგა. 1947 წელს ინდოეთმა დიდი ბრიტანეთის ბატონობას თავი დააღწია,რის შემდეგაც 1948 წელს “საიმპერიო ბიბლიოთეკას” სახელი გადაარქვეს და უწოდეს – “ინდოეთის ეროვნული ბიბლიოთეკა”. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წლიდან,წიგნების,პრესისა და სხვა რიგი გამომცემლობების მიმართ ამოქმედებულ იქნა კანონი,რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებული იყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში შეეტანათ ყოველი მათ მიერ გამოცემული ახალი წიგნი,ატლასი,ჟურნალი,გაზეთი და სხვა ბეჭდვითი ნაწარმი,რაც დღემდე გრძელდება.მალევე,თავდაპირველი ადგილმდებარეობიდან (ესპლანადას რაიონი),ბიბლიოთეკა გადატანილ იქნა ბელდევერ ესთეიტზე და მისი განახლებული სახით ოფიციალური გახსნა განხორციელდა 1953 წლის 1 თებერვალს.თავად ბიბლიოთეკის ნაგებობა – ბელვედერი (მისი საერთო ფართობია – 120 000 კვადრატული მეტრი),აგებულ იქნა XVIII საუკუნეში,თუმცა 1854-1911 წლებში მის ფუნქციას ბენგალიის გენერალ-გუბერნატორის რეზიდენციობა წარმოადგენდა.
თანამედროვე პერიოდში “ინდოეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში” დაცულია 2 270 000 წიგნი, 86 000 გეოგრაფიული რუკა და 3 200 უძველესი ხელნაწერი,რომლებიც 45 კილომეტრზე მეტი სიგრძის თაროებზეა წარმოდგენილი.სამკითხველო დარბაზებს კი ერთბაშად 550 წიგნის მოყვარულის მიღება შეუძლია. 2011 წელს ბიბლიოთეკაში მასიურად დაინერგა ინტერნეტის მოხმარება და შეიქმნა ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი (nationalibrary.gov.in).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 2010 წელს ინდოეთის არქეოლოგიური მართვის წარმომადგენლებმა,რომლებიც რესტავრაციას ატარებდნენ ბიბლიოთეკაში,პირველ სართულზე აღმოაჩინეს 93 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ოთახი,რომელსაც არც ერთი შესასვლელი კარი არ ჰქონდა.ერთი ნაწილი მეცნიერებისა ირწმუნება,რომ აღნიშნული ოთახი ბენგალიის გენერალ-გუბერნატორების განძის შესანახ ოთახს წარმოადგენდა,მეორე ნაწილის აზრით კი,იგი ადამიანების საწამებელი ოთახი იყო.ოფიციალური ცნობების თანახმად,რესტავრატორებმა კედლის შენგრევის შემდეგ შიგ ვერაფერი აღმოაჩინეს. (ავტორი გენია.ჯი)
დღესდღეობით,”ინდოეთის ეროვნული ბიბლიოთეკა” 9 საათიდან 20 საათამდე მუშაობს,გარდა გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეებისა.იგი ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ბიბლიოთეკაა და უამრავი წიგნის მოყვარული ადამიანიც სტუმრობს.