იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
იოსებ სტალინს,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად ხისტი გადაწყვეტილებებითა და “შავი იუმორით”,მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში მოახსენეს,რომ ერთ-ერთმა წამყვანმა საბჭოთა პროფესორმა (რომელსაც ბელადი დიდ პატივს სცემდა),მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში აიგო ძვირადღირებული სააგარაკო სახლი.იმ დროს,როდესაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იდგა და ომიდან მიღებულ საშინელ იარებს იშუშებდა,ასეთი ძვირადღირებული სახლის აგება რბილად რომ ვთქვათ არაშესაფერისი საქციელი იყო საბჭოთა მეცნიერისაგან,რის გამოც სტალინი დიდად აღშფოთდა.მან,სასწრაფო წესით გამოიძახა პროფესორი თავისთან და როდესაც გაფითრებული პროფესორი მის წინაშე წარსდგა,ჯიქურ ჰკითხა:
- ნუთუ მართალია,რომ თქვენ აგარაკის აგებაში ათასობით მანეთი გადაიხადეთ?
- სრული სიმართლეა,ამხანაგო სტალინ! – უპასუხა ნირწამხდარმა პროფესორმა.
- მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ბავშვთა სახლის სახელით,რომელსაც თქვენ ეს აგარაკი საჩუქრად გადაეცით, – უთხრა გაოგნებულ პროფესორს საბჭოთა ბელადმა და იგი მოსკოვიდან ნოვოსიბირსკში გადაასახლა… (ავტორი გენია.ჯი)