მაო ძედუნი – “ეპიზოდი”
ჩინეთში გავრცელებული ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მომავალი ხელმძღვანელი – მაო ძედუნი (1893-1976 წლები),პეკინში შესვლამდე და ძალაუფლების ხელში აღებამდე, 1949 წელს სიბრძნით განთქმულ ცნობილ ბუდისტ ბერსა და წინასწარმეტყველს ეწვია,რათა თავისი მომავალი ბედის შესახებ მიეღო ინფორმაცია.მაგიისა და მისტიკური თეორიების მოყვარულ მაოს,ბრძენმა მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ციფრი – 8 3 4 1 დაუსახელა და მასთან საუბარიც ამით დაასრულა.მაო ძედუნი და მისი უახლოესი გარემოცვა დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ დაედგინათ თუ რას ნიშნავდა მაგიური ციფრების – 8 3 4 1-ის კომბინაცია,თუმცა ამ საიდუმლოს ფარდა მხოლოდ ჩინელი ბელადის გარდაცვალების შემდეგ აეხადა: მაო ძედუნმა იცოცხლა 83 წელიწადი და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა 41 წელიწადი… (ავტორი გენია.ჯი)