აგატა კრისტი წერდა…
1. “არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების,რომლებიც საკუთარი შვილის მუდამ ბავშვად დარჩენაზე ოცნებობენ.არაფერია,ალბათ,იმაზე ამაღელვებელი,ვიდრე შენი საკუთარი შვილი,თანდათან შენთვის იდუმალებით აღსავსე ახალ ადამიანად რომ იქცევა.შენ ხარ ის ალაყაფის კარი,რომლის ზღურბლსაც იგი გადაივლის და სამყაროში შეაბიჯებს; გარკვეული ხნის განმავლობაში გაქვს მასზე ზრუნვის უფლება,მაგრამ მერე იგი მიგატოვებს და იფურჩქნება შენგან დამოუკიდებლად.საკუთარ სამყაროში.თითქოს უცნობი ნერგი იყოს,შინ რომ მოიტანე,დარგე და ელოდები,როგორი გაიზრდება”. (ავტორი გენია.ჯი)
2. “ყველა ვერ იქნება ბედნიერი – ვიღაცა ყოველთვის არის უბედური”.
3. “და მაინც,ადამიანი ზარმაცი არსებაა, და საკუთარი აზრის გამოსახატად არასდროს დაწერს იმაზე მეტს,ვიდრე საჭიროა”.
4. “ვის სჭირდება მოსაწყენი,რუხი სამყარო,სადაც არ არიან მდიდარი,ცნობილი,ლამაზი,ნიჭიერი ადამიანები?! ოდესღაც ხალხი საათობით იდგა ქუჩაში,მეფისთვის ან დედოფლისთვის რომ მოეკრა თვალი; ჩვენს დროში კი ისინი პირდაფჩენილი მიშტერებიან პოპ-ვარსკვლავს,თუმცა,პრინციპულად ეს ერთი და იგივეა”.
5. “ოცნებებში საძრახისი არაფერია,ეს ხომ მხოლოდ ოცნებებია?!”
6. “მეგობრები,შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ.ისინი უცებ ჩნდებიან და დროებით თქვენი ცხოვრების ნაწილი ხდებიან.ისინი თან სდევენ თქვენს ცხოვრებას,ისევე,როგორც თქვენ – მათსას.ზოგიერთს იმახსოვრებთ,ზოგს ივიწყებთ,მაგრამ არსებობენ სხვებიც,არცთუ ისე ბევრნი,რომელთაც მე “რჩეულებს” ვუწოდებდი; მათთან ჭეშმარიტი ერთგულება გაკავშირებთ.ისინი მუდამ თქვენთან რჩებიან და, თუ ვითარება ხელს გიწყობთ,მთელი ცხოვრების მანძილზე მოგყვებიან”.
7. “ჭეშმარიტად ვერასოდეს მიხვდები,რა შეიძლება მოეწონოთ ადამიანებს”. (ავტორი გენია.ჯი)