მუხრან მაჭავარიანი – “რაც სურდა საბას”

რაც სურდა საბას,

თუ მსურდეს სხვა რამ,

ღმერთმა დამლახვროს!

მსურს მხოლოდ იგი, -

რაც საბას სურდა:

კაცმა ქართველმა, -

მსურს, -

ქართულად ილაპარაკოს

და საქართველოს -

საქართველო, -

მსურს, -

ერქვას მუდამ!

ღმერთმა ქართული, -

აწ და მარად, -

აკურთხოს მიწა!

სხვის ჩარხმა მისმა

აწი მაინც იბრუნოს წაღმა! -

და ყველას, -

ჰქვია ქართველი ვისაც, -

მსურს, -

სურდეს იგი, -

რაც სურდა საბას!

კომენტარის დატოვება