ლაო ძისა და კონფუცის დიალოგიდან…
ერთ დღეს,გენიალურმა ჩინელმა ფილოსოფოსმა და სწავლულმა – კონფუციმ გადაწყვიტა სტუმრად მისულიყო ისეთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსთან,როგორიც გახლდათ – ლაო ძი (ცნობილია რომ,ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ).ოთახში შესვლის შემდგომ,იმის მოლოდინით,რომ მასპინძელი საყოველთაოდ ცნობილ სტუმარს ყურადღებას მიაქცევდა და დაჯდომას შესთავაზებდა,ფეხზე მდგომს საკმაოდ დიდხანს მოუწია ლოდინი.ლაო ძის საქციელიდან გამომდინარე ისე ჩანდა,რომ კონფუცის მისვლა მას დიდად არ ეპიტნავა.უყურადღებობით განაწყენებულმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კონფუციმ კი,ლაო ძის შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- თქვენ რა,კარგად მოქცევის ეტიკეტს არ სცნობთ?
- თუკი თქვენ დაჯდომა გსურთ,დაე დაჯექით,ხოლო თუ ფეხზე დგომა გსურთ – იდექით.მე რა უფლება მაქვს მიგითითოთ ის,თუ რა უნდა გააკეთოთ? იცოდეთ,რომ მე არავის გადაწყვეტილელებში არ ვერევი და თქვენც ისეთი თავისუფალი ადამიანი ხართ,როგორიც – მე, – უპასუხა ლაო ძიმ. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული დიალოგის შემდეგ,კონფუცი და ლაო ძი რამდენჯერმე კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს და პირველი შეხვედრისაგან განსხვავებით,მათი დიალოგები ბევრად უფრო მრავალმხრივი და საინტერესო იყო.