“Lamborghini”-ის ტრადიციული ემბლემის შესახებ…
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმის – Lamborghini-ის ტრადიციული ემბლემის უმთავრეს ნაწილს,მასზე გამოსახული ხარი წარმოადგენს.დღესდღეობით ზუსტად არ არის დადგენილი,თუ რატომ აირჩია ამ შესანიშნავი ავტოკომპანიის 1963 წელს დამაარსებელმა – ფერუჩიო ელიო არტურო ლამბორჯინიმ (1916-1993 წლები) საბრძოლოდ შემართული ხარის გამოსახულება ემბლემად,თუმცა-კი არსებობს ოთხი სავარაუდო ვერსია.პირველი ვერსიის თანახმად Lamborghini-ის ემბლემაზე,ხარის გამოსახულება ფერუჩიომ თავისი საგვარეულო გერბიდან გადმოიტანა; მეორე ვერსიით,ფერუჩიო ლამბორჯინი ჰოროსკოპის მიხედვით ხარის წელიწადში დაიბადა,რამაც განაპირობა კიდეც საავტომობილო კომპანიის ლოგოზე ამ ცხოველის აღბეჭდვა; მესამე ვერსია გვამცნობს,რომ ხარი გამოხატავდა იმ ტრაქტორების ძრავების სიძლიერეს,რომელსაც თავდაპირველად აწარმოებდა კომპანია Lamborghini; ხოლო მეოთხე ვერსიად (და ყველაზე სანდო ვერსიად) განიხილება,ფერუჩოს ძალიან დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა იტალიური საავტომობილო კომპანიის Ferrari-ის ფუძემდებელთან – ენცო ფერარისთან,რომლის მიერ წარმოებული ავტომობილების ლოგოტიპზე აღბეჭდილი იყო ყალყზე შემდგარი ცხენი.თუკი ამ ვერსიას დავეყრდნობით,ლამბორჯინიმ სწორედ Ferrari-ს ემბლემაზე გამოსახული ცხენის საპირწონედ დაიტანა Lamborghini-ის ემბლემაზე საბრძოლოდ შემართული ხარი,რაც ერთგვარად უსვამდა ხაზს იმას,რომ ფერუჩიო ენცოს კონკურენციაში იწვევდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ ვერსიას ამყარებს თავად ლამბორჯინის ვაჟის – ტონინო ლამბორჯინის მონათხრობებიც. (ავტორი გენია.ჯი)
ფერუჩიო ლამბორჯინი
Lamborghini Reventon