“შოტლანდიელი ქალწული” – (“გილიოტინის” წინამორბედი)

“შოტლანდიელი ქალწული” – წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი სიკვდილით დასჯის იარაღის – “გილიოტინის” ნაირსახეობას და თამამად შეიძლება ითქვას,მის წინამორბედსაც კი.აღნიშნულ მოწყობილობას სიკვდილით დასჯისათვის,სტანდარტულად ჯერ კიდევ XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “შოტლანდიელი ქალწული” პირველად ქვეყანაში შეტანილ იქნა 1564 წელს ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქიდან – ჰალიფაქსიდან.მისი შოტლანდიაში შეტანის ინიციატორი და დამნერგავი გახლდათ პროტესტანტების ერთ-ერთი ლიდერი,მორტონის მეოთხე გრაფი და რეგენტი – ჯეიმზ დუგლასი (1525-1581 წლები). 1580 წლის 31 დეკემბერს ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის ჯეიმზ I სტიუარტის ბრძანებით დუგლასი დაპატიმრებულ იქნა ლორდის – დარნლის მკვლელობის ბრალდებით.მას,როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოკავშირეს,ინგლისმა არანაირი მხარდაჭერა არ აღმოუჩინა და “ბედის ირონიით” 1581 წლის 2 ივნისს სწორედ იმ სასიკვდილო მექანიზმით  (“შოტლანდიალი ქალწული”-თ) მოუსწრაფეს სიცოცხლე,რომელიც თავად დანერგა ქვეყანაში.

“შოტლანდიელი ქალწული”-ს მექანიზმი თითქმის ისეთივე იყო,როგორიც შემდგომ ფრანგმა ანატომიის პროფესორმა,სახელმწიფო მოღვაწემ და რობერსპიერის მეგობარმა – ჟოზეფ იგნას გილიოტენმა (1738-1814 წლები) შექმნა,თუმცა მისგან განსხვავებით,შოტლანდიური ანალოგის უზარმაზარი ბასრი დანის თავზე დამაგრებული გახლდათ დაახლოებით 33 კილოგრამი სიმძიმის მქონე ტყვიის ტვირთი,რაც საშუალებას იძლეობა მომენტალურად მოეკვეთა თავი სიკვდილმისჯილისათვის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საფრანგეთში დანერგილ ახალი სიკვდილის დასჯის მოწყობილობას ფრანგებიც  ”ქალწულს” უწოდებდნენ.გარდა ამისა,მას სარკაზმით “მართლმსაჯულების ავეჯადაც” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ფაქტი გილიოტინის” საშუალებით თავის მოკვეთისა,დაფიქსირებულ იქნა 1792 წლის 25 აპრილს პარიზში მდებარე გრევეს მოედანზე (თანამედროვე ოტელ-დე-ვილის მოედანი).იმ დღეს,პირველად ისტორიაში “გილიოტინის” საშუალებით თავი მოკვეთეს ნიკოლას პელეტიეს.მას შემდეგ,ამ საშინელი სიკვდილის მანქანით ასეულობით ადამიანის სიკვდილით დასჯა განხორციელდა.თავად გილიოტენიც კი,რომელიც ერთ დროს რობერსპიერთან მეგობრობდა,ყოფილი მეგობრისვე ბრძანებით იქნა დაკავებული და ალბათ ჯეიმზ დუგლასივით ვერც ის გადაურჩებოდა მის მიერვე შექმნილ “გილიოტინა”-ზე თავის მოკვეთას,რომ არა რობერსპიერის დაპატიმრება.

“შოტლანდიელი ქალწული”-ს ბასრ დანას ემსხვერპლა ისეთი ცნობილი შოტლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე,როგორიც გახლდათ – არჩიბალდ კემპბელი (1629-1685 წლები).”გილიოტინის” წინამორბედს – “შოტლანდიელ ქალწულს”,შოტლანდიასა და ირლანდიაში 1564 წლიდან 1708 წლამდე (ამ პერიოდებში იყო დაშვებული მისი გამოყენება) ოფიციალური მონაცემების თანახმად 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.”გილიოტინი” კი,თავის წინამორბედზე ბევრად დიდხანს გამოიყენებოდა.საფრანგეთში “გილიოტინის” საშუალებით ადამიანის თავის მოკვეთის უკანასკნელი შემთხვევა,წარმომავლობით არაბი (ტუნისელი – მკვლელის) ჰამიდა ჯანბულის შემთხვევაში 1977 წლის 10 სექტემბერს დაფიქსირდა. 1981 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა – ფრანსუა მიტერანმა ოფიციალურად აკრძალა “გილიოტინის” გამოყენებით ადამიანების სიკვდილით დასჯა. (ავტორი გენია.ჯი)

“შოტლანდიელი ქალწული”

ჯეიმზ დუგლასი

ჟოზეფ იგნას გილიოტენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>