იოჰან სებასტიან ბახი & გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი

გენიალური გერმანელი კომპოზიტორის - იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750 წლები) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ,საყოველთაოდ ცნობილი გერმანული წარმომავლობის მქონე ინგლისელი კომპოზიტორი – გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (1685-1759 წლები).მიუხედავად იმისა,რომ ბახის თანატოლი კომპოზიტორი რამდენჯერმე შეეცადა მასთან შეხვედრას (1719 და 1729 წლებში) და გაცნობას,მისდა სამწუხაროდ ეს ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ჰენდელის გაცნობა,თავად იოჰანსაც ძალიან სურდა,თუმცა ვერც მან გამონახა დრო მასთან შეხვედრისა.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,ბახს მხედველობის პრობლემა შეექმნა. 1750 წელს გერმანიის ქალაქ ლაიპციგს ეწვია ინგლისელი ექიმი და ოფთალმოლოგი – ჯონ ტეილორი.ეს ინფორმაცია გერმანელი კომპოზიტორისათვის მალევე გახდა ცნობილი და გადაწყვიტა კიდეც,თავისი მხედველობის პრობლემა,სწორედ მისთვის მიენდო.სებასტიანს ტეილორმა თვალებზე ორი ოპერაცია გაუკეთა,თუმცა არც ერთი არ გამოდგა წარმატებული.ბახი საბოლოოდ დაბრმავდა… ქირურგიული ჩარევიდან სულ მოკლე ხანში კი,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერობ გაუარესდა,რასაც სებასტიანის გარდაცვალება მოჰყვა კიდეც.საინტერესოა ისიც,რომ ბახის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში,მხედველობა დაუქვეითდა გეორგ ფრიდრიხ ჰენდელსაც.მიუხედავად იმისა,რომ ჰენდელმა კარგად უწყოდა ტეილორის მიერ სებასტიანზე ჩატარებული წარუმატებელი ოპერაციების შესახებ,მაინც ინგლისელ ოფთალმოლოგთან სცადა მხედველობის პრობლემის მოგვარება. 1752 წელს ჰენდელს ჯონ ტეილორმა თვალებზე ოპერაცია გაუკეთა,თუმცა ისევე,როგორც ბახის შემთხვევაში,ისიც წარუმატებელი აღმოჩნდა.ქირურგიული ჩარევიდან სამ წელიწადში გეორგი,ბახივით სრულიად დაბრმავდა… ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე,ინგლისელ ექიმს – ჯონ ტეილორს,თანამედროვე  მკვლევარები იმ “შარლატანად” (ადამიანი,რომელიც რისამე სპეციალისტად ასაღებს თავს) და თაღლითად მოიხსენიებენ,რომელმაც ორ გენიალურ კომპოზიტორს საბოლოოდ წაართვა თვალის ჩინი. (ავტორი გენია.ჯი)

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>