მეჰმედ-ფაშა სოკოლუსა და სელიმ II-ეს დიალოგიდან…
ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწეს,თავისი სიმამაცითა და გონიერებით განთქმულ რიგით 39-ე დიდ ვეზირს – მეჰმედ-ფაშა სოკოლუს (1505-1579 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – ბაიო სოკოლოვიჩი,სულეიმან I-ისა და ჰიურემის ვაჟმა,ოსმალეთის იმპერიის სულთანმა – სელიმ II-ემ ერთ-ერთი აუდიენციისას ერთგვარი ირონიით უთხრა:
- თქვენთვის ცნობილი იქნება,რომ თუკი ყველაფერი ისე არ იქნება,როგორც ამბობთ,თავს მოგკვეთავთ!
- თქვენო უდიდებულესობავ,მე დარწმუნებული ვარ,რომ ერთ დღეს თქვენ მართლაც მომკვეთთ თავს.ამიტომ მირჩევნია ახლავე გააკეთოთ ეს,ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრება ამის მოლოდინით ვიცხოვრო, – უპასუხა ფაშამ.
- ფაშა! მეც სერიოზულად მიფიქრია მაგ საკითხზე,თუმცა სამწუხაროდ,შენ რომ თავი მოგკვეთო ვეღარსად ვიპოვი ზუსტად ისეთივე თავს,როგორიც თქვენია! – უპასუხა “სელიმ ლოთის” სახელით ცნობილმა სულთანმა ფაშას და აუდიენციაც ამ სიტყვებით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)
სელიმ II ლოთი