სოკრატე ამბობდა…
“ზოგიერთი ლოცულობდა,ღმერთო,შვილი მომეციო,მაგრამ როცა მიეცათ,საშინელი უბედურება დაატყდათ თავზე: ზოგ-ზოგის შვილი ბოლომდე წყალწაღებული დარჩა და მთელი სიცოცხლე გაუმწარდათ; ზოგს კი,მართალია,კარგი შვილი გამოუვიდა,მაგრამ უბედურმა შემთხვევამ გამოაცალათ ხელიდან და უვარგისი შვილის პატრონებზე არანაკლებ გაუბედურებულებს რამდენჯერ უნატრიათ,ნეტავი,სულაც არ მოგვცემოდა შვილიო. და თუმცა ყოველივე ეს და ბევრი სხვა ამისთანაც ცხადზე ცხადია,მაგრამ ძნელად თუ ჰპოვებ ვინმეს,ნაბოძარზე რომ ამბობდეს უარს,ან იმისი იმედი ჰქონდეს,თუ ვილოცებ,მებოძებაო, და ლოცვისაგან თავს იკავებდეს.უმრავლესობა,რომ მისცე,ტირანობაზე,მხედართმთავრობასა და ბევრ სხვა თანამდებობებზეც არ იტყოდა უარს,რომელთა ფლობაც უფრო სავალალოა,ვიდრე სასარგებლო; პირიქით,თუ არა აქვს,ლოცვას არ მოიშლიდა,ღმერთო მიბოძეო.ცოტა ხნის შემდეგ კი,არცთუ იშვიათად,პალინოდიას იწყებენ (სიმღერა,რომელშიაც პოეტი თავის უწინდელ სიტყვებს უარყოფს – ავტორი გენია.ჯი),რათა უარი თქვან იმაზე,რაც თავდაპირველად ითხოვეს.ჰოდა,მე საგონებელში ვარ ჩავარდნილი,რადგანაც კაცნი მართლაც რომ ამაოდ ადანაშაულებენ ღმერთებს და თავიანთი უბედურების მიზეზად თვლიან მათ,თუმცაღა უნდა ითქვას,რომ თავიანთი თავხედობითა და უგუნურებით თვითონვე ამძაფრებენ ბედისწერით მათ წილხვდომილ უბედურებას”. (ავტორი გენია.ჯი)