ფარუკ I – “ეპიზოდი”
ეგვიპტისა და სუდანის ბოლოს წინა მეფე – ფარუკ I (1920-1965 წლები),როგორც მისი თანამედროვეები გადმოგვცემენ,ფსიქიკური დარღვევების სიმპტომების მატარებელი მონარქი იყო.გარდა ამისა,იგი დაავადებული გახლდათ ისეთი დაავადებითაც,როგორიც არის – “კლეპტომანია” (გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილება ქურდობისადმი,რაც გამოწვეულია ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებით).სხვადასხვა წყაროები იმასაც კი ირწმუნებიან,რომ ადოლფ ჰიტლერის პოლიტიკის გულშემატკივარმა ფარუკმა,დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრს – სერ უინსტონ ჩერჩილს ერთ-ერთი ვიზიტისას საათიც კი მოპარაო,თუმცა ეს ფაქტი შემდგომ გასაიდუმლოებული იქნა და შესაბამისად დაუდასტურებელიაო.ამ მოვლენისაგან განსხვავებით არ გასაიდუმლოებულა მისი ერთ-ერთი მეტად უჩვეულო და ამაზრზენი საქციელი: ერთ საღამოს ეგვიპტისა და სუდანის მეფემ სიზმარი იხილა,სადაც იგი ლომებმა დაგლიჯეს.სიზმრით შეშფოთებულმა მონარქმა გაღვიძებისთანავე ქვეშევრდომებს სასწრაფოდ შემოსვა და იარაღის მირთმევა უბრძანა.ბრძანების უმალვე შესრულების შემდეგ,გონებაზე გადასული მეფე თანმხლებ ამალასთან ერთად ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში განთავსებულ ზოოპარკში შეიჭრა და მის ვოლიერებში განთავსებული აბსოლუტურად ყველა ლომი იარაღის გამოყენებით დახოცა.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ როდესაც უზომო ჭამა-სმის,ფუფუნების,აზარტული თამაშებისა და ორგიების მოყვარული ფარუკ I 1952 წელს ტახტიდან სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდეს,მის უზარმაზარ საგანძურში აღმოჩენილ იქნა ყველაზე დიდი კოლექცია პორნოგრაფიული მასალებისა.ქვეყნიდან გაქცეულმა მონარქმა თავი მონაკოს სამთავროს შეაფარა და მოქალაქეობაც მიიღო,თუმცა ცხოვრების დარჩენილი პერიოდის დიდი ნაწილი მაინც რომში გაატარა,სადაც გარდაიცვალა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)