ჯორჯ ბერნარდ შოუს “ორიგინალური პასუხი”
დიდი ირლანდიელი ნობელიანტი დრამატურგი,მწერალი და რომანისტი – ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),რომელიც გამოირჩეოდა თავისი გონებამახვილი გამონათქვამებით,ერთ დღეს ლონდონის ცნობილ რესტორანში სადილობდა.აღნიშნულ დაწესებულებაში კლასიკურ მელოდიას ცოცხლად ასრულებდა ერთ-ერთი მუსიკალური ორკესტრი.მას შემდეგ,რაც ორკესტრის წევრებმა იცვნეს განმარტოებით მაგიდასთან მოსაუზმე დიდი მწერალი,მისკენ უმალვე გამოემართა ორკესტრის დირიჟორი,მან მდაბლად დაუკრა თავი ბერნარდ შოუს და მოწიწებით მიმართა:
- რომელი პარტიის თამაშს ინებებს ჩვენი ორკესტრისაგან თქვენი აღმატებულება?
რაღა თქმა უნდა,დირიჟორს,პარტიის თამაშში მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა მხედველობაში,რაც ძალიან კარგად გაიგო ირლანდიელმა მწერალმა,თუმცა ხმამაღალი მუსიკისაგან თავმობეზრებულმა შოუმ შეთავაზებულ წინადადებაზე მაინც საკმაოდ ორიგინალური პასუხი გასცა:
- ძალიან კარგი იქნება,თუ თქვენ და თქვენი ორკესტრის წევრები ბანქოს ან ჭადრაკის რომელიმე პარტიას ითამაშებთ.ამით მეც დავისვენებ და თქვენც განიტვირთებით… (ავტორი გენია.ჯი)