ჰენრი VIII-ეს შესახებ…
ჰენრი VIII (1491-1547 წლები) – წარმოადგენდა ტიუდორების დინასტიის რიგით მეორე ინგლისის მეფეს,რომელიც ერთ-ერთ უმთავრესი რელიგიური რეფორმატორის სახელთ შევიდა ინგლისის ისტორიაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავდაპირველად ჰენრი VII-ს თავისი უმცროსი ვაჟის სასულიერო გზაზე დაყენება ჰქონდა გადაწყვეტილი,რის გამოც ადრეული ბავშვობიდანვე ღვთისმეტყველების შესწავლა დააწყებინა.ისტორიული ცნობების თანახმად,იგი დღეში ექვსჯერ ესწრებოდა მესას და თავადაც დაიწყო რელიგიურ თემებზე ტრაქტატების დაწერა.მამის გეგმები მას შემდეგ შეიცვალა,რაც 1502 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი და სამეფო ტახტის უმთავრესი პრეტენდენტი – უელსის პრინცი არტური (ერთი ვერსიით ემსხვერპლა დიაბეტს,ხოლო სხვა ვერსიით ტუბერკულიოზს).იმ პერიოდისათვის ჰენრი 11 წლის ასაკში იმყოფებოდა და თუ მანამდე ის სასულიერო ცხოვრებისათვის ემზადებოდა,ახლა იგი უნდა მომზადებულიყო ქვეყნის მმართველობისათვის. (ავტორი გენია.ჯი) არტურის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში,ჰენრი VII-ემ,რომელსაც სურდა ესპანელებთან კავშირის განმტკიცება,ოფიციალურად განაცხადა,რომ მისი უმცროსი ვაჟი უნდა დაქორწინებულიყო გარდაცვლილი ძმის ქვრივზე – ეკატერინე არაგონელზე,რომელიც თავის მხრივ ესპანეთის პრინცესას წარმოადგენდა.ცნობილია ისიც,რომ ჰენრი VII-ემ სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა,თავად გამოთქვა სურვილი რძალზე დაქორწინებისა,თუმცა ამას წინ თავად ესპანეთის სამეფო კარი აღუდგა,რის შემდეგაც გადაწყვეტილება შეცვალა.ახალგაზრდა პრინცისათვის ფაქტიურად მთელი სამყარო სხვა კუთხით შემოტრიალდა.სამეფო ტახტზე ჰენრი VIII ჩვიდმეტი წლის ასაკში ავიდა.მმართველობის პირველ წლებში იგი ეპისკოპოსის – რიჩარდ ფოქსისა და არქიეპისკოპოსის უილიამ უორჰემის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.შესაბამისად,ჩანდა კიდეც,რომ კათოლიკური ეკლესიის პოზიციები ქვეყანაში ძალიან გაიზარდა და ხელშეუხებელი გახდა.მიუხედავად ჰენრის სამეფო ტახტზე ასვლისა,იგი კვლავაც რამდენიმე მესას ესწრებოდა დღეში,რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია რომის კათოლიკურ ეკლესიას,რომელიც ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა დიდი რელიგიური რეფორმაციის სუსხს ინგლისის სამეფოში.კარდინალის – ტომას უოლსის დახმარებით ჰენრიმ დაწერა წიგნი სახელწოდებით – “შვიდი საიდუმლოს დასაცავად”,სადაც იგი კათოლიკური რწმენისა და ეკლესიის დასაცავად გამოვიდა.ამ წიგნისათვის კი,რომის პაპმა ლეო X-ემ ჰენრის – “რწმენის დამცველი”-ს ტიტული უბოძა…
რაც დრო გადიოდა,მეფის დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიისადმი მით უფრო იცვლებოდა.მას შემდეგ,რაც ჰენრიმ ძალაუფლებისა და ხელისუფლების გემოს სიტკბო იგემა,რელიგიური ცხოვრებისაგან შესამჩნევად განზე გაიწია.მას განსაკუთრებით არ მოსწონდა ის,რომ რომის პაპს ქვეყანაში მასზე დიდი გავლენა ჰქონდა.მიუხედავად ამისა,იგი დიდი ხნის განმავლობაში მაინც არ აპირებდა ეკლესიის ავტორიტეტზე თავდასხმას.თუმცა ეს დღეც დადგა… ეკატერინე არაგონელთან ქორწინებაში მას რამდენიმე ბავშვი შეეძინა,თუმცა მათგან მხოლოდ ერთადერთი – მერი (ინგლისის მომავალი დედოფალი – მერი I) გადარჩა ცოცხალი.ჰენრის სურვილი კი იყო ის,რომ სამეფო ტახტზე მისი მემკვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დედოფლად სხვა ქალი აერჩია.არჩევანი ანა ბოლეინზე შეაჩერა და განაცხადა,რომ ასეთი არჩევანი განპირობებული იყო მისი პირველი ქორწინების არაკანონიერებიდან გამომდინარე.ის აცხადებდა,რომ ძმის ქვრივზე დაქორწინება არანაირ კანონიერ ჩარჩოებში არ ჯდებოდა.ამასთანავე აღნიშნავდა იმასაც,რომ მისი პირველი ქირწინება რომის პაპის მიერ კურთხეული არ იყო და შესაბამისად,ასეთი ქორწინება ანულირებულ უნდა ყოფილიყო.მიუხედავად ასეთი არგუმენტებისა,რომის პაპმა კლიმეტ VII-ემ ქორწინების ანულირებაზე უარი განაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მეფის “კანონიერი” ცოლი და მისი გარემოცვა გამარჯვებას ზეიმობდა მაშინ,როდესაც ჰენრი სასოწარკვეთილებას მოეცვა.იგი ფიქრობდა,რომ რატომ უნდა გადაეწყვიტა რომის პაპს ინგლისის სამეფო დინასტიის ბედი და არა თავად ინგლისის მეფეს,რასაც მოჰყვა კიდეც მისი მხრიდან გადადგმული პრინციპული ნაბიჯები კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.ეკლესიის რეფორმატორების მომხრეებს იმ პერიოდში დიდი გავლენა ქვეყანაში არ ჰქონიათ,თუმცა როგორც კი იგრძნეს მეფის მხარდაჭერა,მალევე გააქტიურდნენ. 1529 წელს ჰენრი VIII-ემ ინგლისის პარლამენტი შეკრიბა და პირველი ქორწინების ანულირება მათგან მოითხოვა.აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტართა შორის დიდი განხექილება მოყვა.მეფემ მათი დებატებისას ძალიან კარგად დაინახა,თუ ვისზე შეიძლებოდა დაყრდნობა და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი დაუძინებელი მტერი.ჰენრის მიერ გატარებული ეკლესიის რეფორმის პირველი მსხვერპლი,კათოლიციზმის გულმხურვალე ქომაგი კარდინალი და მისივე ყოფილი მრჩეველი – ტომას უოლსი გახდა,რომელსაც სასამართლომ ბრალი დასდო სამშობლოს ღალატში და ციხეში გამომაწყვდია,სადაც აღესრულა კიდეც.პირველ შეტევას კათოლიკურ ეკლესიაზე,მალევე ფართომასშტაბიანი შეტევაც მოჰყვა და ქვეყანაში მყოფი ყველა კათოლიკე სასულიერო პირი მოღალატედ იქნა გამოცხადებული.მეფე საჯაროდ აცხადებდა,რომ კათოლიკური ეკლესიისადმი ერთგულება,მის სამეფო ძალაუფლებაზე თავდასხმად აღიქმებოდა და შესაბამისად,ასეთი ადამიანები დაისჯებოდნენ. 1532 წელს ინგლისმა მიიღო კანონი,რომლის თანახმადაც ინგლისელებს ეკრძალებოდათ უცხო ქვეყნებისა და მათ შორის რომის პაპის ქვეშევრდომები ყოფილიყვნენ.ჰენრის რეფორმაციამ უამრავი კათოლიკე გაუყენა ციხის გზას.იმავე წელს ინგლისის მთავარმა სასულიერო პირმა,პროტესტანტების მხარდამჭერმა და არქიეპისკოპოსმა – ტომას კრანმერმა,მეფეს ქორწინების ანულირებაზე თანხმობა განუცხადა.ამ მოვლენის შემდეგ ჰენრი ანა ბოლეინზე დაქორწინდა (მათ თანაცხოვრებაში შეეძინათ გოგონა – ელისაბედი,რომელიც შემდგომ ინგლისის საყოველთაოდ ცნობილი დედოფალი – ელისაბედ I “ქალწული დედოფალი” გახდა).რომის პაპმა კლემენტ VII-ემ ჰენრი ეკლესიიდან განკვეთა,რამაც კიდევ უფრო დიდი პროვოცირება გაუკეთა ინგლისის მეფეს. 1534 წელს ქვეყანაში მიღებულ იქნა ინგლისური საეკლესიო რეფორმაციის უმთავრესი დოკუმენტი,ეგრეთ წოდებული – “სუპრემატიის აქტი”,რომლის თანახმადაც ინგლისური ეკლესიის საჭეთმპყრობელად არა რომის პაპი,არამედ ადგილობრივი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელი ცხადდებოდა.ამ აქტის მიღების შემდეგ,რომის კათოლიკურმა ეკლესიამ საბოლოოდ დაკარგა გავლენა ინგლისურ ეკლესიაზე.ჰენრის ბრძანებით კათოლიკური ეკლესიების დაქვემდებარებაში მყოფი მიწები კონფისკაციას დაექვემდებარა.კათოლიკეები პროტესტანტების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ იატაქვეშეთში გადასულიყვნენ.
ჰენრი VIII ანა ბოლეინის თვითნებური ხასიათით აღშფოთებული იყო და მისივე აზრით,ის გაცილებით უფრო დიდ უფლებებს აძლევდა საკუთარ თავს,ვიდრე ინგლისის დედოფალს შეშვენოდა.თუკი ჰენრიმ პირველი ქორწინების დასასრულს მეუღლის მიმართ ჰუმანიზმი გამოიჩინა,მეორე ქორწინების დასასრულს ასეთივე ქმედება არ გამოუჩენია: 1536 წლის 19 მაისს სახელმწიფოსა და მეუღლის ღალატში ბრალდებულ დედოფალს – ანა ბოლეინს თავი მოკვეთეს.მეორე მეუღლის სიკვდილით დასჯიდან მალევე,მეფემ მესამედაც იქორწინა.ამჯერად მისი რჩეული – ჯეინ სეიმური გახდა.მიუხედავად იმისა,რომ ჰენრის სეიმურთან თანაცხოვრებაში ვაჟი – ედუარდი (ედუარდ VI) შეეძინა,მათი ქორწინება მყარი მაინც არ ყოფილა და მას შემდეგ ჰენრი VIII-ემ კიდევ სამჯერ იქორწინა. 1547 წლის 28 იანვარს ინგლისის მეფე – ჰენრი VIII ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.ინგლისში ეკლესიის რეფორმის სულისჩამდგმელი მეფის უკანასკნელი სიტყვები იყო: “ბერები! ბერები! ბერები! აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჰენრის ერთადერთი ვაჟი – ედუარდ VI,ინგლისის პირველი პროტესტანტი მეფე გახდა 9 წლის ასაკში,თუმცა საუბედუროდ იგი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)
ეკატერინე არაგონელი (ჰენრი VIII-ეს პირველი მეუღლე)
ანა ბოლეინი (ჰენრი VIII-ეს მეორე მეუღლე – დასჯილი იქნა სიკვდილით)
ჯეინ სეიმური (ჰენრი VIII-ეს მესამე მეუღლე)
ანა (ჰენრი VIII-ეს მეოთხე მეულე)
ქეთრინ ჰოვარდი (ჰენრი VIII-ეს მეხუთე მეუღლე – დასჯილი იქნა სიკვდილით)
ქეთრინ პარი (ჰენრი VIII-ეს მეექვსე მეუღლე)
ტომას უოლსი (ჰენრი VIII-ეს ყოფილი მრჩეველი,კარდინალი და ინგლისური საეკლესიო რეფორმაციის პირველი მსხვერპლი)
კლიმენტ VII (ჰენრი VIII-ეს კათოლიკური ეკლესიიდან განმკვეთი რომის პაპი)
ედუარდ VI (ჰენრი VIII-ეს ერთადერთი ვაჟი)