იგნატიუს ლოიოლა – “ეპიზოდი”

ბასკური წარმომავლობის მქონე იეზუიტთა კათოლიკური ორდენის ფუძემდებელი,მისი პირველი მამამთავარი და კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული – იგნატიუს ლოიოლა (ნამდვილი სახელი – ინიაგო ლოპეს დე ლოიოლა – 1491-1556 წლები),თავდაპირველად პაჟად მსახურობდა.შემდგომ სამხედრო სამსახურში ჩადგა.აღნიშნულ პერიოდში,გონსალეს დე კამარასთან საუბრისას,მომავალი კათოლიკე წმინდანი საკუთარ თავს ასე ახასიათებდა: “ყურადღებიანი საკუთარი გარეგნობის მიმართ; ქალებზე წარმატების მოპოვების მოყვარული; მამაცი თავის გადაწყვეტილებებში; შარიანი საკუთარი ღირსების საკითხებში; არაფრის მოშიშარი; საკუთარი და სხვათა სიცოცხლის იაფად დამფასებელი; ფუფუნებით განებივრებული…” ამ სიტყვების ავტორში ალბათ ვერავინ დაინახავდა რწმენისადმი განსაკუთრებულად მიდრეკილ ადამიანს.თუმცა,როგორც წესი,ცხოვრებაში ყველაფერი მოსალოდნელია. 1521 წელს ესპანეთის ქალაქ პამლონაზე შეტევა განახორციელა ფრანგებისა და ნავარელების არმიამ.ფრანგი მხედართმთავრის ანდრე დე ფუას ხელმძღვანელობით,მათ ქალაქი ალყაში მოაქციეს.პამპლონის დაცვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იგნატიუს ლოიოლაც.პამპლონის მაცხოვრებლებს შორის ბევრი ნავარელი იყო და ისინი მალევე გადავიდნენ მოალყეების მხარეზე,რამაც ფრანგებისა და ნავარელების არმიის ქალაქში შესვლა განაპირობა.ლოიოლამ,სხვა თანამებრძოლებთან ერთად,მეფის ერთგულების ნიშნად,მოწინააღმდეგეს არ დანებდა და ქალაქშივე განთავსებულ ციხე-სიმაგრეში გამაგრდა.ალყაში მოქცეულმა ლოიოლამ ერთ დღეს მოითხოვა,რომ მისთვის სარაინდო ჟანრის წიგნები მიეტანათ,თუმცა ციხე-სიმაგრეში მხოლოდ ორი წიგნი და ისიც რელიგიური ჟანრის წიგნები – “იესო ქრისტეს ცხოვრება” და “წმინდანთა ცხოვრება” აღმოჩნდა.საალყო ბრძოლების შესვენებებისას,იგნატიუს ლოიოლა წიგნების კითხვას შეუდგა და მათ იმდენად დიდი გავლენა მოახდინეს მასზე,რომ მთელი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.როგორც თავად იგნატიუსი მოგვიანებით იხსენებდა,ზემოაღნიშნული წიგნების წაკითხვამ მის სულში იმდენად “შეუცნობელი სამყარო” დახატა,რომ ღრმად ჩააფიქრა სასულიერო ცხოვრებით განეგრძო თავისი მშფოთვარე ცხოვრება.მას შემდეგ,რაც ციხე-სიმაგრე დაეცა,ბრძოლაში დაჭრილი ლოიოლა ტყვედ იქნა აყვანილი,თუმცა მისი სიმამაცე ფრანგებს არ გამორჩენიათ მხედველობიდან და სათანადოდ უმკურნალეს მას.იგნატიუს ლოიოლასათვის კი,სწორედ ცხოვრების ეს ეტაპი აღმოჩნდა გარდამტეხი და დაიწყო კიდეც სასულიერო ცხოვრება,რომელმაც საბოლოოდ კათოლიკე “წმინდანად” აქცია იგი. (ავტორი გენია.ჯი)

იგნატიუს ლოიოლა (სასულიერო ცხოვრების დაწყებამდე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>