ფრანც იოზეფ ჰაიდნის – “ორიგინალური პროტესტი”
ფრანც იოზეფ ჰაიდნი (1732-1809 წლები) – წარმოადგენდა გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვენის კლასიკური სკოლის პირველ წარმომადგენელს.გარდა ამისა,მის სახელთან ასოცირდება ისეთი მუსიკალური ჟანრების შექმნა,როგორებიცაა – სიმფონია და სიმებიანი კვარტეტი.ცნობილია ისიც,რომ ფრანც იოზეფი ავტორია გერმანიისა და ყოფილი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ჰიმნებისა.ოცდაათი წლის განმავლობაში იგი ავსტრო-უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი საგვარეულოს წარმოამდგენელთან – პავლე ანტონ ესტერჰაზთან მსახურობდა.ამ ხნის განმავლობაში ჰაიდნი ესტერჰაზების “ციხე-სიმაგრის მოსამსახურედ” იყო მიჩნეული.მიუხედავად იმისა,რომ ჰაიდნი უკვე საკმაოდ პოპულარული კომპოზიტორი და მუსიკოსი იყო,ის მაინც ესტერჰაზების ბრძანებებსა და ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა.გარდა ფრანცისა,ციხე-სიმაგრეში მას გარდა წარმოდგენილი იყო მუსიკალური კაპელა,რომელთაც უნგრელი თავადის თანხმობის გარეშე რეზიდენციის დატოვება ეკრძალებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუკი პავლე ესტერჰაზი სასახლეში იმყოფებოდა.ის კი სასახლეს თითქმის ტოვებდა.უნგრელი თავადი ყოველ საღამოს აწყობდა წვეულებებს,სადაც მთავარი მოქმედი პირი – ფრანც იოზეფ ჰაიდნი და მისი შესანიშნავი მუსიკალური კაპელა იყო.ციხე-სიმაგრეში გამოკეტილ ჰაიდნსა და მისი კაპელის წევრები ერთობ გადაიღალნენ ყოველდღიური კონცერტების მოწყობით და გადაწყვიტეს,რომ თავადის მიმართ პროტესტი ერთობ ორიგინალური მეთოდით დაეფიქსირებინათ.
1772 წელს ესტერჰაზების სასახლეში მორიგი კონცერტი იმართებოდა,რომელსაც წინასწარ მოწვეული საპატიო სტუმრების მთელი კოჰორტა ესწრებოდა.სიმფონიის დაკვრის წინ მთელი დარბაზი ჩაბნელდა და მხოლოდ ის სანთლები ანათებდა,რომლებიც მუსიკოსებ ნოტების წასაკითხად ჰქონდათ დადებული სპეციალურ მაგიდებზე.სიმფონია აჟღერდა… მოულოდნელად,ერთ-ერთმა კაპელას წევრმა თავისი სანთელი ჩააქრო,დახურა ნოტების წიგნი და სცენა დატოვა! ამ ქმედებისათვის ჰაიდნს ყურადღება არ მიუქცევია და კვლავ დირიჟორობა განაგრძო.მალევე მეორემაც ჩააქრო თავისი სანთელი და მანაც ანალოგიურად დატოვა სცენა! დირიჟორს არც მისთვის მიუქცევია ყურადღება.რიგ-რიგობით ყველა მუსიკოსმა ჩააქრო თავიანთი სანთლები,დახურეს ნოტები და სცენიდან გაუჩინარდნენ.სცენაზე დარჩა მხოლოდ ჰაიდნი,რომელმაც თავის მხრივაც ის გაიმეორა,რაც მისმა მუსიკალური გუნდის წევრებმა… დარბაზში სრული სიბნელე და სიჩუმე ჩამოწვა… მხოლოდ ჩამქრალი სანთლების სურნელება იგრძნობოდა…
ფრანც იოზეფ ჰაიდნმა და მისი კაპელის წევრებმა გაიმარჯვეს.ესტერჰაზებმა სრულად გააცნობიერეს მათ მიმართ გამოხატული “ორიგინალური პროტესტის” არსი.მათ ხშირადაც დაიწყეს სასახლის დატოვება,რაც მუსიკოსებს საშუალებას აძლევდა ნორმალურად დაესვენათ და შემდგომი კონცერტებისათვის ძალების მობილიზება გაეკეთებინათ… (ავტორი გენია.ჯი)