ქართული ხალხური ლექსი – „მონადირე ხარირემზე”
გაზაფხულ იყო მაშინა,
ახლად ყოოდნენ იანი,
ეწვდება მწვანე ბალახსა,
ხარი ირემი, რქიანი.
პირდაპირ მოყმე ჩამაჰყვა,
პირქუში, მშვილდისრიანი,
გაიგო ხარმა, ირემმა,
რქებმა დაიწყო ზრიალი,
გაქცეულს გამააყოლა,
დიდხანს ვერ ივლის ტიალი.
მკერდს მაჰხვდა, გულზე უწია,
თვალები დაშთა წყლიანი.
- შე უღმერთოო, რად მამკალ,
შენთვის რა მიქნავ ზიანი?
შენაც ჩემსავით მაჰკვდები,
ველზე შაგჭამენ ჭიანი.