“დაფნის გვირგვინი”

“დაფნის გვირგვინი” – ანტიკური ხანიდან ცნობილია,როგორც გამარჯვების,დიდების,ძლევამოსილებისა და მშვიდობის სიმბოლო.ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად,თავად მცენარე დაფნა,სინათლის,მეცნიერების,მკურნალობისა და ხელოვნების ღმერთის – აპოლონის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო გახლდათ.სწორედ ამიტომ იყო დაფარული დაფნის მცენარეებით,აპოლონის სამყოფელი “პარნასის მთის” ზემო კალთა (ცნობისათვის,დაფნის სამშობლოდ მიჩნეულია ხმელთაშუაზღვისპირეთი).

შესაბამისად,ძველი ბერძნები აპოლონის ტაძრებს დაფნის ტოტებითა და გვირგვინებით ამკობდნენ.თავდაპირველად დაფნის გვირგვინებით ძველ საბერძნეთში ამკობდნენ აპოლონის მფარველობის ქვეშ მყოფ ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს,როგორებიც იყვნენ პოეტები,მუსიკოსები და მოცეკვავეები,ეს მაშინ,როდესაც ოლიმპიადაში გამარჯვებული სპორტსმენები ზეთისხილის რტოებით დაწნული გვირგვინებით ჯილდოვდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) “დაფნის გვირგვინს” ძველბერძენი ხალხის აზრით პირდაპირი კავშირი გააჩნდა პოეზიის სულთან და წინასწარმეტყველებასთანაც კი.გარდა ამისა მიიჩნევდნენ,რომ ის ადამიანებს იცავდა მეხის დაცემისაგან.დაფნას წმინდა მცენარის სტატუსი აპოლონისა და დაფნეს მითოლოგიურმა სიყვარულმა მიანიჭა.ულამაზესმა დაფნემ შეყვარებული ღმერთის სიყვარული არ გაიზიარა და ღმერთებს მისგან განრიდება სთხოვა.მათაც ისმინეს მისი თხოვნა და იგი დაფნის ხედ გადაიქციეს.დროთა განმავლობაში “დაფნის გვირგვინმა” გავრცელება რომშიც ჰპოვა. ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში “დაფნის გვირგვინი”,რომის იმპერატორის ძლევამოსილებისა და უმაღლესი სამხედრო წარმატების სიმბოლოდ იქცა.თუკი საბერძნეთში “დაფნის გვირგვინით” ოლიმპიური ჩემპიონებისა და “პითიური თამაშების” გამარჯვებულების შემკობა დაიწყეს,რომში მისით მხოლოდ იმპერატორები და მთავარსარდლები სარგებლობდნენ.ის ერთგავარდ ჩამოყალიბდა კიდეც ტრიუმფალური გამარჯვების უმთავრეს სიმბოლოდ მტერთან გამარჯვების შემდეგ.დაფნის გვირგვინს” ამა თუ იმ რომაელ იმპერატორსა და მხედართმთავარს იუპიტერის ტაძარში ადგამდნენ თავზე.საყოველთაოდ ცნობილი რომის იმპერატორი – იულიუს კეისარი კი,არასოდეს ჩნდებოდა ხალხში ამ ატრიბუტის გარეშე.კიდევ უფრო მოგვიანებით,”დაფნის გვირგვინებით” თავის შემკობა საბრძნეთსა და რომში დაიწყეს წინასწარმეტყველმა ქურუმებმა მსხვერპლის შეწირვის დროს და ბოლოს მათით ნეფე-პატარძალსაც ამკობდნენ.

“დაფნის გვირგვინს” თავისი დანიშნულება არც შემდგომ საუკუნეებში დაუკარგავს.ადრექრისტიანები მას მარადიული ან ახალი სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და ერთგავარად აასოცირებდნენ ქრისტეს მოწამეობრივ გვირგვინთან.ნებისმიერი ადამიანისათვის “დაფნის გვირგვინით” შემკობა უდიდესი პატივი იყო.მან ფართოდ დაიმკვიდრა თავი სახვით ხელოვნებაშიც და არაერთ გენიალურ პოეტსა თუ სხვა ხელოვანს მხატვრები სწორედ “დაფნის გვირგვინით” გამოსახავდნენ.ამის თვალნათელი მაგალითებია – დანტე ალიგიერის,ჯოვანი ბოკაჩოს,ფრანჩესკო პეტრარკასა და სხვათა პორტრეტები. 1789 წელს “დაფნის გვირგვინი”-ს გამოსახულება დატანილ იქნა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ გერბზე.შემდგომ იგი ასევე დატანილ იქნა – საბერძნეთის,ალჟირის,ისრაელის,მექსიკის,კუბისა და სხვა ქვეყნების ეროვნულ გერბებზეც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სიტყვა – “ლაურეატი”ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “დაფნისგვირგვინოსანს” აღნიშნავს.დღესდღეობით,”დაფნის გვირგვინი” ისეთივე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების,მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონების დაჯილდოების დროს,როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში იყო მიღებული.ცნობისათვის,უზარმაზარი “დაფნის გვირგვინებით” მორიგი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდგომ დაჯილდოებული იქნენ ისეთი გენიალური ქართველი მოჭადრაკე ქალბატონები,როგორებიც გახლავთ მსოფლიოს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონები ქალთა შორის – ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. (ავტორი გენია.ჯი)

ფრანჩესკო პეტრარკა

დანტე ალიგიერი

ჯოვანი ბოკაჩო

იულიუს კეისარი

ნაპოლეონ I ბონაპარტი

მაია ჩიბურდანიძე

ნონა გაფრინდაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>