“ქალების დუელის” ისტორიიდან…

“ქალების დუელის” მეტად უცნაური ტრადიცია,შესაძლოა უძველესი პერიოდებიდან იღებდეს სათავეს.ისტორისკოსთა მონაცემებით ეს ის პერიოდია,როდესაც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ქალთა უფლებები ბევრად აღემატებოდა მამაკაცთა უფლებებს და შესაბამისად,”მატრიარქატი” იყო გაბატონებული.თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩენილი დღემდე არ არის და მხოლოდ ვარაუდად რჩება.მაგრამ დადასტურებულია “ქალთა დუელების” ანტიკურ პერიოდში არსებობა. (ავტორი გენია.ჯი) “ისტორიის მამად” წოდებული დიდი ბძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები) ცნობების თანახმად,ერთ-ერთ ძველბერძნულ პროვინციაში არსებობდა გასაოცარი წესი: შეიკრიბებოდა მანდილოსნების საკამოდ დიდი რაოდენობა,რომლებიც ერთმანეთში ხის კეტებით იწყებდნენ დაუნდობელ ორთაბრძოლას.დიდი რომაელი ისტორიკოსი და მწერალი – ამიანუს მარცელინიუსი (დაახლოებით 330-395 წლები) წერდა,რომ გალი ქალები ძალიან ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდნენ და ისინი ხშირად უფრო ძლიერებიც კი იყვნენ,ვიდრე მათი მეუღლეები.ამავე ავტორის ცნობით,გალი ქალები არ ერიდებოდნენ ერთმანეთთან ფიზიკურ ორთაბრძოლებს ხელებისა და ფეხების გამოყენებით.გარდა ამისა იყენებდნენ სხვადასხვა სახის იარაღსაც.ყოფილა შემთხვევები,სადაც გალი ქალები “დუელში” მამაკაცებს იწვევდნენ.ქალი გლადიატორების ბრძოლები გავრცელებული იყო რომის იმპერიაშიც,თუმცა მათი დაპირისპირების მიზეზს,ერთმანეთს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი არ წარმოადგენდა.შუასაუკუნეების სხვადასხვა ხალხებში,განსაკუთრებით კი ვიკინგებში სამართალწარმოება არ იყო ფეხგადგმული,რის გამოც ორი დაპირისპირებული პიროვნება აწყობდა ეგრეთწოდებულ “ჰოლმგანგს” (კუნძულზე გასეირნება),რა დროსაც სპეციალურად ამოირჩევდნენ ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულს,სადაც სუფთა ორთაბრძოლით (ორივე დაპირისპირებულს ერთნაირი იარაღის გამოყენების უფლება ჰქონდა) იწყებდნენ ურთიერთობის გარკვევას.დადგენილი წესის თანახმად,რომელი მხარეც გაიმარჯვებდა ის რჩებოდა გამართლებული.ასეთი წესი არა მარტო ვიკინგებში,არამედ ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაშიც იქნა გავრცელებული.თუმცა სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით “ჰოლმგანგში” მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ვიკინგი ქალები. 1348 წლის ინგლისური ქრონიკების ცნობით,”ნისლიან ალბიონზე” არსებობდა ქორწინებისაგან გათავისუფლებული ძალიან ლამაზი ქალების კატეგორია,რომლებიც სხვადასხვა ტურნირებზე იღებდნენ მონაწილეობას.ისინი იცმევდნენ მამაკაცის სამოსს (მათ შორის ტუნიკს) და ხშირად ჯგუფურად (40 ქალის მონაწილეობითაც კი) იწყებდნენ ერთმანეთში ორთაბრძოლას.ისინი ბრძოლობდნენ,როგორც ფეხოსნად,ასევე ცხენების გამოყენებითაც.მიუხედავად ამისა,არც ერთ ადრინდელ ქალთა ორთაბრძოლებს “დუელებად” არ მოიხსენიებდნენ.პირველი ოფიციალურად დადასტურებული “დუელი”,მილანში მდებარე წმინდა ბენედიქტეს ქალთა მონასტრის ქრონიკების თანახმად შედგა 1571 წლის 27 მაისს და მასში მონაწილე ორივე ქალბატონი წარმომავლობით ფრანგები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) იმ დღეს წმინდა ბენედიქტეს ტაძარში ორი ცნობილი ქალბატონი მივიდა.მათ მოითხოვეს სენაკი ერთობლივი ლოცვისათვის,რაც დაკმაყოფილებული იქნა.მას შემდეგ,რაც სალოცავად განმარტოვდნენ,იმის ნაცვლად,რომ ელოცათ,ურდულით ჩარაზულ სენაკში დაშნები იშიშვლეს და ერთმანეთს დაერივნენ.ხმაურზე,მონაზვნებმა სენაკის კარი შეამტვრიეს და თვალწინ ამაზრზენი სანახაობა გადაეშალათ: იატაკზე ორი სისხლით მოთხრილი ქალი ეგდო,რომელთაგანაც ერთი უკვე მკვდარი იყო.

ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ,”ქალების დუელებმა”,შეიძლება ითქვას მასობრივი სახეც კი მიიღო.ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული “ქალთა დუელი” დაფიქსირებული იქნა 1624 წლის შემოდგომაზე.ამ დღეს,პარიზთან ახლოს განთავსებულ ბულონის ტყეში ერთმანეთს დაშნებით შეება გრაფინია დე პოლიანიკი და მარკიზა დე ნესალი.მათი დაპირისპირების მიზეზს,საფრაგეთის მომავალი კარდინალის – რიშელიეს გულის მოგება წარმოადგენდა.ცნობილია,რომ არმან ჟან დიუ პლესმა (იგივე – რიშელიემ) გრაფინია არაერთხელ მიატოვა.გამარჯვებული მათ შორის გრაფინია დარჩა,რომელმაც ყურის არეში დაჭრა მარკიზა დე ნესალი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რიშელიემ ეს დუელი თავის მემუარებშიც მოიხსენია,თუმცა დუელიანტების ვინაობა არ გაუმხელია.

“ქალების დუელის” პიკი XVII საუკუნის შუა ნახევარში დადგა.საფრანგეთში,ინგლისში,გერმანიასა თუ იტალიაში,დაპირისპირებული ქალები ერთმანეთში ურიერთობას დამბაჩებისა და დაშნების მეშვეობით არკვევდნენ.გარდა ჩვეულებრივი მოქალაქე ქალბატონებისა,დუელებში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა პრინცესებმა – სოფია ფრედერიკა ავგუსტამ და ანა ლუდვიგა ანგალიტმა,რომლებიც ერთმანეთს საძინებელში დაშნების გამოყენებით შეებნენ.საბედნიეროდ “დუელს” ორივე ცოცხალი გადაურჩა.”ქალების დუელი” არაერთ ცნობილ მწერალს აქვს მოხსენიებული თავიანთ ნაწარმოებებში.მაგალითად,დიდმა ფრანგმა მწერალმა თეოფილ გოტიემ,თავისი შესანიშნავი რომანი – “მადმუაზელ დე მოპენი”,სწორედ აღნიშნული მოვლენის ზეგავლენით დაწერა.

დროთა განმავლობაში ცივილიზებულ სამყაროში კანონით იქნა აკრძალული არა მარტო მამაკაცთა დუელები,არამედ ქალბატონთა დუელებიც და ისინი საბოლოოდ იქცნენ ისტორიის კუთვნილებად. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>