ოლივერ კრომველი
ერთმა გონიერმა კაცმა თქვა – „თუ გეტყვიან, რომ არ არსებობდა ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ისრაელის მეფე დავითი და ბიბლიური პერსონაჟი გედეონი, მოუყევით მათ ოლივერ კრომველის შესახებო”.
1599 წლის 25 აპრილს ინგლისის ქალაქ კემბრიჯის სიახლოვეს ჰანტინგდონშირის საგრაფოში მდებარე დასახლება ჰანტინგდონში ქვეყნიერებას მოევლინა ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ინდენპედენტებისა და ინგლისის რევოლუციის ლიდერი - ოლივერ კრომველი. მისი წინაპრები ინგლისის მეფის – ჰენრი VIII-ეს მეფობის პერიოდში გამდიდრდნენ. გამდიდრების წყაროს კი ქვეყანაში განხორციელებული საეკლესიო რეფორმის შედეგად კათოლიკური მონასტრებისათვის ჩამორთმეული რიგი მიწების სარფიანად შეძენა წარმოადგენდა. ოლივერის დიდი ბებია ჰენრი VIII-ეს მთავარი მრჩევლის – ტომას კრომველის უფროსი და იყო. შესაბამისად, ისინი საკმაოდ დიდ გავლენებს ფლობდნენ, რამაც ერთობ გაამდიდრა კიდეც ოლივერის წინაპრები. (ავტორი გენია.ჯი) დაწყებითი განათლება ადგილობრივ სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სასწავლებლად კემბრიჯში მდებარე იმ სიდნეი სასექსის კოლეჯში გადავიდა, სადაც პურიტანული სული განსაკუთრებით ღვიოდა. ოლივერმა აღნიშნულ კოლეჯში 1616-1617 წლებში ისწავლა და როდესაც იგი დაასრულა, უმაღლესი განათლების მიღება იურიდიული განხრით კემბრიჯის დიდებულ უნივერსიტეტში განაგრძო. თუმცა სასწავლებლის მიტოვება მას შემდეგ მოუწია, რაც 21 წლის ასაკში დაქორწინდა ერთ-ერთი ადგილობრივი მემამულისა და წარმატებული მეწარმის 22 წლის ქალიშვილზე – ელისაბედ ბურშერზე. ოლივერს დაქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე მამა – რობერტ კრომველი გარდაეცვალა. კრომველების წყვილს თანაცხოვრებაში რვა შვილი ეყოლათ. სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ ბავშობაში იგი ხულიგნური თვისებებით გამოირჩეოდა და არაერთხელ გაუნადგურებია კიდეც მეზობლების ბაღში არსებული ხილის ხეების ტოტები. მაგრამ არა იმიტომ, რომ მას საკვები უჭირდა, არამედ თავისი ახირებული ბუნების-და გამო. იცოდნენ-რა მისი ხულიგნური გამოხტომები, ადგილობრივი ლუდის ბარის მეპატრონეები, როცა მას დაინახავდნენ, უმალ ერთმანეთს გადასძახებდნენ: „დახურეთ კარები, ახალგაზრდა ოლივერი მოდისო!” – ამბობენ იმასაც, რომ ის ქუჩაში ძალიან უხამსად ექცეოდა ახალგაზრდა ლამაზ ქალებს. კრომველი იმთავითვე გულმოდგინე პროტესტანტი იყო და ხშირად ტრიალებდა კიდეც მათ წრეში. როგორც 1638 წელს დაწერილ წერილში წერდა,მან მეზობლის ბაღში გამოსცადა თავად ღმერთთან შეხვედრის დრამატული წუთები.იგი აღნიშნული მოვლენის შესახებ წერდა: “უფალმა თავის შვილად მიმიღო,რადგან ნება დამრთო ამ ქვეყანას მოვლენოდი და სინათლე მეხილა… ღმერთი ხომ თავად არის – სინათლე! კურთხეულ იყოს მისი სახელი იმიტომ,რომ მისმა თვალისმომჭრელმა ბრწინვალე შუქმა შემოაღწია ისეთ ბნელ ადგილას,როგორიც ჩემი გულია.თქვენ იცით მე როგორ ვიცხოვრე,ფაქტიურად სრულ წყვდიადში,რადგან არ მიყვარდა სინათლე.მე ვიყავი ცოდვილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცოდვილი ადამიანი. და ეს სრული სიმართლეა.მე მძულდა ყველა ღვისმოსავი,თუმცა ეს ღმერთმა დიდსულოვნად შემინდო და მაპატია!”
როგორც ვარაუდობენ,სწორედ აღნიშნული პეიოდიდან მოხდა გარდატეხა კრომველის ცხოვრებაში,რადგან მალევე ერთი წარუმატებელი ადამიანიდან ყველაზე წარმატებულ ადამიანად (პოლიტიკოსად) იქცა.დეპრესიისადმი და მელანქოლიური გრძნობებისადმი მიდრეკილი ოლივერი მანამდე ყოველთვის ფიქრობდა,რომ ცხოვრებაში ვერ ანხორციელებდა იმას,რისთვისაც მოვლენილი იყო.ამბობენ იმასაც,რომ ოლივერი ხშირად ხედავდა უცნაურ ხილვებს.მაგალითად,ქალაქის გარეუბანში აღმართულ უზარმაზარ ჯვარს,რაც სინამდვილეში არ არსებობდა.ახლობლებში აცხადებდა იმასაც,რომ იხილა თუ როგორ გახდა ინგლისში თანამდებობით პირველი პირი.რწმენით შეიარაღებული კრომველი მალევე ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1640 წელს არჩეულ იქნა ინგლისის პარლამენტში.ეს იმის წინა პერიოდია,როდესაც მეფესა და პარლამენტს შორის განსაკუთრებული უთანხმოება იწყებოდა და სადაც გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა მას.როგორც ჩანდა,ინგლისში ფეოდალური სისტემა დაცემას იწყებდა და დგებოდა კაპიტალიზმის სრულიად ახალი ერა.ინგლისის მეფე ჩარლზ I სტიუარტი იმისათვის რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შეევსო,ახალ და ახალ გადასახადებს აწესებდა.ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სიტუაციამ მის წინააღმდეგ განაწყო არა მარტო ქვეყნის მოსახლეობა,არამედ ინგლისის პარლამენტიც,რომელიც თავის მხრივ მისი უფლებამოსილების გაზრდასა და მეფის უფლებამოსილების შემცირებას ითხოვდა.არის მოსაზრება,რომ ოლივერი მეფეს,თავისი ეკლესიისადმი დამოკიდებულების გამო გადაემტერა,თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი ისტორიკოსი არ იზიარებს,რადგან იმ პერიოდისათვის ინგლისური ეკლესია უკვე რეფორმირებული გახლდათ პროტესტანტული ღვთისმეტყველების კუთხით და თავად პროტესტანტ კრომველს ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონოდა.მიუხედავად ამისა,პარლამენტარი-კრომველი თავის საპარლამენტო გამოსვლებზე ყურადღებას მაინც რელიგიური თავისუფლების თემებით იპყრობდა.ამის მთავარ მოტივად კი მოჰყავდა ის,რომ ეკლესიის რეფორმაციის ხელმძღვანელად ჩარლზმა დანიშნა არქიეპისკოპოსი ლოდი,რომელიც მისი აზრით ქვეყანას ისევ კათოლიციზმის წიაღში დააბრუნებდა.პურიტანები,რომლებიც თავს იმთავითვე პროტესტანტიზმის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ,ამბობდნენ რომ,თუკი ეს მართლაც ასე მოხდებოდა გარდაუვალი იქნებოდა მათი ქვეყნიდან გაძევება.შესაბამისად,მათ მხარი აუბეს ოლივერ კრომველს,რამაც მისი ავტორიტეტი და გავლენა ძალიან გააძლიერა.ისინი მიიჩნევდნენ,რომ თუ მეფის წინააღმდეგ ომი დაიწყებოდა,მათ სათავეში სწორედ ოლივერი ჩაუდგებოდა.მეფის იმ თვისებას,რასაც ოჯახის სიყვარული ჰქვია,კრომველი დიდ პატივს სცემდა,თუმცა მისი და ზოგადად საზოგადოების აზრით ჩარლზი ის არაეფექტური მმართველი იყო,რომელიც ქვეყანას კვლავაც ფეოდალიზმში ჩატოვებდა.ეს კი ინგლისელი ხალხის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებდა.ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა,სამხედრო დაპირისპირებად იქცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კრომველმა გარდა პოლიტიკური წარმატებისა,თავისი სამხედრო ნიჭითაც გაითქვა სახელი. 1644 წელს მარსთონ-მურში გამართული ბრძოლისას მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამარცხებულ იქნა მეფის ერთგული რეგულარული არმია.საბოლოო დამარცხება ჩარლზ I-ს ოლივერმა 1645 წლის 14 ივნისს გამართულ ნასების ბრძოლაში აგემა.ყოველივე ამის შემდეგ,იგი პარლამენტის პურიტანული კოალიციის ლიდერად იქცა.გავრცელებული ცნობების თანახმად,ინგლისის პარლამენტის სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებზე განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა მათივე მხედართმთავარი – ოლივერ კრომველი.მიუხედავად იმისა,რომ მან ეცადა სამოქალაქო ომი პოლიტიკური დებატებით ჩაენაცვლებინა,ჩარლზი ბრძოლას მაინც არ წყვეტდა.თუმცა მისი ძალაუფლება მხოლოდ მის მცირერიცხოვან მომხრეებზეღა ვრცელდებოდა.ფაქტიურად,ჩარლზი სრული კრახისათვის იყო განწირული და ეს დღეც დადგა. 1647 წელს დამარცხებული ინგლისის მეფე კუნძულ უაიტზე გაიქცა,თუმცა იგი დაკავებულ იქნა.ინგლისის სასამართლომ თავმჯდომარის – ჯონ ბრეშოუს ხელმძღვანელობით,მეფეს მანამდე უპრეცენდენტო განაჩენი – სიკვდილით დასჯა გამოუტანა. 1649 წლის 30 იანვრის სუსხიან დღეს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მეფის სიკვდილით დასჯას ესწრებოდა კრომველიც.როგორც კი ის ხალხმა შენიშნა დიდი ოვაცია გაუმართა.ამ დროს მის სიახლოვეს მყოფმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ოლივერს უთხრა: “ხომ ხედავთ,რამდენი ხალხია შეკრებილი და როგორ გესალმებიან?” – რაზეც კრომველისაგან ასეთი პასუხი მიიღო: “ისინი აქ უფრო მეტი იქნებოდნენ,მე რომ მივყავდე ჯალათებს სიკვდილის დასასჯელადო”.მეფის სასიკვდილო განაჩენში თავისი ლომის წვლილი დაიდო ოლივერ კრომველმაც,რომელიც უკვე ქვეყნის ფაქტიური ხელმძღვანელი იყო.ლორდი-პროტექტორი კრომველი უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში.თუმცა ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც,რომლებიც ამბობდნენ: “იგი ჭუჭყიდან ამოვიდა და თავადად იქცაო”.მომხრეები კი,რაღა თქმა უნდა სხვაგვარად ფიქრობდნენ და მას “ყველაზე უძლეველ პოლიტიკოსად და მხედართმთავრად” მოიხსენიებდნენ ევროპის მასშტაბით.
დიდი ძალაუფლების ხელში ჩამგდები კრომველი,მალე ავტორიტარ მმართველად იქცა.თუმცა ის არ იყო ისეთი ტიპიური ტირანი,როგორებიც იყვნენ – ადოლფ ჰიტლერი და სტალინი.თავდაპირველად,მისივე ინიციატივით,ქვეყანაში სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა იმ ადამიანთა წინააღმდეგ,რომლებიც მეფის ხელისუფლების მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ.სიკვდილით დასჯილი იქნა მრავალი ადამიანი… პარლამენტმა მეფის ხელფასისაგან (250 000 გირვანქა-სტერლინგი) განსხვავებით,მას 200 000 ფუნტი-სტერლინგი დაუნიშნა წლიურ ჯამაგირად,რაც იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა გახლდათ.ქვეყნის ბიუჯეტი მისი შეხედულებისამებრ იხარჯებოდა.როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი საქმისათვის ფული არ იყო საკმარისი,მიმართავდა ხოლმე პარლამენტს,რომელიც უპრობლემოდ უმტკიცებდა კიდეც საჭირო თანხებს.საინტერესოა ის,რომ კრომველის მმართველობის პერიოდში მის ოჯახს არანაირი ფინანსური წინსვლა არ დასტყობია.აქვე ცნობილია ისიც,რომ როდესაც ოლივერი მეფის რეზიდენციაში გადავიდა,მას არც ჩარლზის პირადი ექიმი და არც სხვა მომსახურე პერსონალი არ შეუცვლია (არის ვერსიები,რომ კრომველი სწორედ როიალისტურად განწყობილმა ჩარლზის ექიმმა მოწამლა).ოლივერ კრომველმა ქვეყანა თორმეტ სამხედრო-გუბერნიად დაჰყო,რომელთა სათავეშიც რაღა თქმა უნდა თავად იდგა.დაცვა დააყენა ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე.დაალაგა საგადასახადო სისტემა.ბიუჯეტისათვის საჭირო თანხების დიდი ნაწილი ყოფილი მეფის მომხრეებისაგან ამოიღო.მშვიდობა დაამყარა შვედეთთან,დანიასთან,საფრანგეთთან,პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან,თუმცა ბრძოლას აწარმოებდა ინგლისის დაუძინებელ მტერთან – ესპანეთთან.მას შემდეგ,რაც ქვეყანაში წესრიგი აღსდგა,უფლება დართო ახალი პარლამენტის არჩევისა.უარი განაცხადა გვირგვინზე,მაგრამ მიანიჭეს თანამდებობაზე თავისი შემცვლელის დანიშვნის უფლება.მისი მმართველობისას ინგლისი ფორმალურად ითვლებოდა რესპუბლიკად.აღსანიშნავია ისიც,რომ კრომველის მიერ წარმოებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით ხალხი კმაყოფილი იყო და მას “სახალხო პოლიტიკოსადაც” კი მოიხსენიებდა.გარდა ამისა,მოსახლეობა მის ხასიათში განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა იმას,რომ ოლივერის მოსყიდვა შეუძლებელი იყო.
1658 წლის 13 იანვარს (ახალი სტილით) – ოლივერ კრომველი ლონდონში მდებარე “უოიტჰოლის სასახლეში” გარდაიცვალა.იგი დაკრძალულ იქნა დიდი პატივით.მის მემკვიდრედ კი დასახელებულ იქნა ოლივერის მესამე ვაჟი – რიჩარდ კრომველი.მას შემდეგ,რაც ქვეყანაში დასრულებულ იქნა ლორდ-პროტექტორების მმართველობის ეპოქა,ქვეყანაში საშინელი ქაოსი გამეფდა.ინგლისის პარლამენტართა ნაწილმა ქვეყნის მართვისათვის,სიკვდილით დასჯილი ჩარლზ I-ის ვაჟი – ჩარლზ II მოიწვია.სწორედ ამის შემდგომ იქნა საფლავიდან ამოღებული ინგლისის რევოლუციის ლიდერის – ოლივერ კრომველის ნეშტი,რომელიც შემდგომ სახრჩობელაზე ჩამოკიდეს.ბოლოს კი გარდაცვლილის ნეშტს თავი მოჰკვეთეს და იგი სხეულისაგან განცალკევებით წარმოუდგინეს იმ ხალხს,რომელიც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ტაშს უკრავდა. და მხოლოდ რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ (1660 წელს) მოხერხდა ოლივერ კრომველის ნეშტის კემბრიჯის კოლეჯის ეზოში დაკრძალვა. (ავტორი გენია.ჯი)
ოლივერ კრომველის სიკვდილის შემდგომ აღებული ნიღაბი
ოლივერ კრომველის ძეგლი “ვესტმინსტერის სასახლის” წინ