ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც მსოფლიოს ელვის უსწრაფესად მოედო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის - ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი,ათენში,სადაც მაკედონელს და ზოგადად მაკედონიას უამრავი ძველი მტრები ჰყავდა,აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია.სწორედ მაშინ შესძახა ერთ-ერთმა ათენელმა მოქალაქემ ის ცინიკური და მეტად მეტყველი სიტყვები,რომლებმაც სამუდამოდ დაიდო ბინა ისტორიის ფურცლებზე და რომელიც ზუსტად ასახავდა ათენელების მძულვარე დამოკიდებულებას ალექსანდრესადმი:
” – რაო?! ალექსანდრე მკვდარია?! შეუძლებელია! მისი გვამი მთელ ქვეყნიერებას ააყროლებს!” (ავტორი გენია.ჯი)