კარდინალი რეჯინალდ პოული – ნიკოლო მაკიაველის შესახებ…
კარდინალი რეჯინალდ პოული (1500-1558 წლები) – წარმოადგენდა ინგლისელ კარდინალს,კანტერბერიის უკანასკნელ კათოლიკე არქიეპისკოპოსსა და ინგლისის სამეფო დინასტიის პლანტაგენების ერთ-ერთ შთამომავალს.მას,იმ პერიოდის უამრავი სასულიერო პირების მსგავსად,დიდი იტალიელი (ფლორენციელი) სახელმწიფო მოღვაწე,მოაზროვნე,ფილოსოფოსი და მწერალი – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი “ათეისტად” და “ეშმაკის ნაშიერად” მიაჩნდა.საკუთარ დამოკიდებულებას (სიძულვილს),მაკიაველისადმი ხშირად საჯაროდ აფიქსირებდა.კარდინალის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოწვეულ იქნა მაკიაველის მიერ 1532 წელს გამოქვეყნებული ტრაქტატისა და მისი უმთავესი წიგნის “მთავარი”-ს გამოისობით,სადაც იგი ქადაგებდა,რომ სახელმწიფო მეთაურები არ უნდა სარგებლობდნენ ქრისტიანული ეთიკით,რადგან ამ შემთხვევაში ისინი დაგარგავდნენ არა მარტო ძალაუფლებას,არამედ ყველაფერს,მათ შორის თავისუფლებასა და სიცოცხლესაც კი.გარდა ამისა,აღნიშნავდა,რომ პოლიტიკაში პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს.აღნიშნულმა წიგნმა “კათოლიკური ეკლესია” აღაშფოთა,რამაც განაპირობა კიდეც მისი – “აკრძალული ლიტერატურის” ნუსხაში შეტანა.კარდინალმა რეჯინალდ პოულმა კი,ნიკოლო მაკიაველისა და მისი წიგნის “მთავარი”-ს შესახებ თავისი სიძულვილი შემდეგი სიტყვებით დააფიქსირა:
“მაგრამ ყველგან,ღვთის შვილებს შორის სატანის ნაშიერები იმალებიან,რომელთაც არსებობა მანამდე უწერიათ,ვიდრე “ის გაწმენდს თავის კალოს”, და ამიტომაც,სახელოვან ქალაქში (ფლორენციაში) დაიბადა ეს ეშმაკის ნაშიერი,მანკიერებაში გაწაფული,ღვთის შვილებს შორის, და იმ წიგნის დამწერი,რომელიც ყარს თვით ეშმაკის სისაძაგლით”. (ავტორი გენია .ჯი)
კარდინალი რეჯინალდ პოული