ჩარლზ რობერტ დარვინის სიცოცხლის “უკანასკნელი წუთები”
მსოფლიო ბუნებისმეტყველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელი ბუნებისმეტყველი,მოგზაური და ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითრების შესახებ შექმნილი მოძღვრების ავტორი – ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები) ამბობდა: “მეცნიერებას არაფერი ესაქმება ქრისტესთან,უბრალოდ,მეცნიერული კვლევა ასეთ ჩვევას გიმუშავებს,მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენ,ვიდრე დამამტკიცებელ საბუთს აღიარებდე.მე,პირადად არ მჯერა გამოცხადების”.შესაძლოა,ადამიანმა ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ იფიქროს,რომ იგი უფლის არსებობას უარყოფდა,თუმცა ეს ასე არ არის,რადგან მას არასოდეს უუარყვია ღმერთის არსებობა.მას ღმერთისადმი და ზოგადად ქრისტიანული რელიგიისადმი რწმენა საბოლოოდ 1951 წელს მას შემდეგ შეერყა,რაც ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა 10 წლის მცირეწლოვანი ქალიშვილი – ენი ელისაბედი (აღსანიშნავია ისიც,რომ დარვინების წყვილმა ენის გარდაცვალებამდე ორი მცირეწლოვანი შვილი – ჩარლზ უორინგი და მერი ელინორიც დაკარგეს).მიუხედავად იმისა,რომ მისი ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება ამ უდიდესმა ტრაგედიებმა ძალიან შეცვალა,იგი მაინც ყოველთვის ამბობდა,რომ “ათეისტი” არ იყო და მხოლოდ “აგნოსტიკი” გახლდათ.გარდა ამისა,როგორც ადრე,კვლავაც განაგრძობდა ადგილობრივი ეკლესიის დახმარებას. სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მისთვის ძალიან ბევრი რამე რჩებოდა სამყაროში ამოუცნობი,რაც მას მოსვენებას არ აძლევდა და რასაც აცხადებდა კიდეც.სამოცდაჩვიტმეტი წლის ასაკში მყოფ ჩარლზს გული ღალატობდა.სიკვდილის წინა ღამით (1882 წლის 18 აპრილს) მისი უსაყვარლესი მეუღლე – ემა ვედვუჯი (ცნობილია,რომ დარვინის მეუღლე მისივე ბიძაშვილი იყო და მის ნათესაურ კავშირს შვილების დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად განიხილავდა) გააღვიძა და უთხრა: “რაღაც მეტკინა, და შენ თუ აქ იქნები,უფრო ადვილად გადავიტან ტკივილს”.ამის შემდგომ ჩარლზმა გონება დაკარგა და როდესაც გონს მოეგო,მას გვერდით კვლავაც ერთგული მეუღლე ედგა.მან ემას სთხოვა: “ჩემს შვილებს უთხარი,რომ ყველანი კარგები იყვნენ”, და იქვე დასძინა: სულ არ მეშინია სიკვდილის”.ტკივილებისაგან შეწუხებული დარვინი დროდადრო იმეორებდა: “ნეტავი შემეძლოს მოვკვდე! ნეტავი შემეძლოს მოვკვდე!”სიკვდილის წინ ხელი რამდენჯერმე ასწია ჰაერში,მერე უღონოდ ჩამოყარა დაბლა და რამდენჯერმე გაიმეორა: “ოჰ,ღმერთო ჩემო”.მისი უკანასკნელი სიტყვები კი გახლდათ: “ძალიან დავსუსტდი!”
1882 წლის 19 აპრილის გამთენიისას დილის ოთხ საათზე ჩრალზ რობერტ დარვინი უგონო მდგონმარეობაში მყოფი გარდაიცვალა.მას შემდეგ,რაც დარვინის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია,გენიალური ინგლისელი მწერლის – უილიამ თეკერეის ქალიშვილმა და დარვინების ოჯახის ახლობელმა ქალმა – ენი თეკერეიმ,რიჩი ეტისადმი მიწერილ წერილში დაწერა:
“სიტყვებს ვერავინ ვერ მოძებნის – მხოლოდ ყველას გული გვაქვს სავსე სიყვარულით,პატივისცემით და თანაგრძნობით და ეს გრძნობები მოედინება თქვენსკენ.როცა ვფიქრობ ბატონ დარვინზე,დიდ,კეთილშობილ და იუმორით აღსავსე ადამიანზე,რომელიც თავისი გენიოსის ხელით უბრალო რამიდან დიდებულს ქმნიდა,ისეთი გრძნობა მიჩნდება,რომ არ გარდაცვლილა და არც არასოდეს გარდაიცვლება,ვიდრე ამდენი ადმიანისათვის ფასეულია”. (ავტორი გენია.ჯი)
ემა ვედვუჯი
ენი ელისაბედ დარვინი