იცით თუ არა,რომ
1. “მთარგმნელები” – მსოფლიოში დადგენილი წესის თანახმად,თავიანთ პროფესიულ დღეს ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავენ.ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1991 წლიდან იღებს.რატომ 30 სექტემბერი? იმიტომ,რომ სწორედ ამ დღეს აღესრულა “ბიბლიის” ლათინურ ენაზე მთარგმნელი რომაელი წმინდანი – იორენიმე,რომელიც თავის მხრივ “მთარგმნელების” მფარველად არის მიჩნეული.
2. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალუმა ამერიკელმა ფიზიკოს-თეორიტიკოსმა და ფარდობითობის თეორიის ავტორმა – ალბერტ აინშტაინმა,ერთ-ერთი ინტერვიუსას ჟურნალისტს სრული სერიოზულობით განუცხადა,რომ ყოველი ქორწინება საფრთხის შემცვლელიაო. (ავტორი გენია.ჯი)
3. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი,თავისუფალ დროს ხშირად ხატავდა და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 600 სურათიც შექმნა.თუმცა სპეციალისტების მოსაზრით,მისი სამხატვრო დონე “სამოყვარულოს” არაფრით აღემატებოდა.
4. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ბედის მქონე ხომალდი – “ტიტანიკი”, 1912 წლის 14 აპრილის საღამოს 11: 40 წუთზე შეეჯახა აისბერგს და 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ დაეშვა ატლანტის ოკეანის ფსკერისკენ.იგი ოკეანეში 4 კილომეტრ სიღრმეზე ჩაიძირა.
5. 1950-იან წლებში დაწერილ წერილებს,საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი მარქსისტი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი – ერნესტო ჩე გევარა,ხუმრობით ხელს აწერდა,როგორც – “სტალინი II”.
6. პირველი კომპანია,რომელმაც წელიწადში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა ამერიკული საავტომობილო კომპანია General Motors-ია.აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულ იქნა 1955 წელს.
7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დაარსების დღიდან (1945 წლის 26 ივნისი),მას 9 გენერალური მდივანი ჰყავდა,მათ შორის კი,არც ერთი არ ყოფილა ამერიკელი პოლიტიკოსი.
8. ყველაზე მაღალი მეფე ინგლისის ისტორიაში ედუარდ VI (1442-1483 წლები) იყო.მისი სიმაღლე 191 სანტიმეტრი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
9. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,პირველი ვამპირი ისტორიაში,უფალი ჩვენი იესო ქრისტეს თორმეტი მოწაფეთაგან ერთ-ერთი – იუდა ისკარიოტელი გახდა სიკვდილის შემდეგ.ეს ის იუდაა,რომელმაც გაყიდა იესო 30 ვერცხლად და როგორც ლეგენდა მოწმობს,სწორედ ამიტომ ეშინიათ ვამპირებს განსაკუთრებით – ვერცხლის.
10. თითოეული თოვლის ფანტელი საშუალოდ – 1 მილიგრამიდან 3 მილიგრამამდე იწონის.