“შემზარავი სინოდი” – (მკვდარი სინოდი)

“შემზარავი სინოდი” – IX-X საუკუნებში რომის კათოლიკური ეკლესია საშინელი პოლიტიკური და მორალური (ზნეობრივი) კრიზისის წინაშე იდგა.რომის პაპებს,იმისათვის,რომ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საყრდენი ჰქონოდათ,ისინი სხვადასხვა გავლენიანი იტალიელი თუ ევროპელი მმართველების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ და შესაბამისად,მათ მარიონეტებსაც წარმოადგენდნენ.თითოეული ძალაუფლების მქონენი კი,ცდილობდნენ,რომ რომის პაპის პონტიფიკოსის ტახტზე თავიანთი ნდობით აღჭურვილი პიროვნება აეყვანათ.ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესსა და მონდომებას იჩენდა ადრეფეოდალური ფრანკული წარმომავლობის მქონე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გვიდონიდების საგვარეულო დინასტია,რომელთა ძირითად სტატუსსაც ქალაქ სპოლეტოს მარკგრაფების სტატუსი წარმოადგენდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ზემო აღნიშნულ პერიოდებში,მარტო 93 წლის (872-965 წლები) განმავლობაში,რომის პაპის ტახტზე 24 რომის პაპი შეიცვალა.თითოეული პონტიფიკოსი რომის კათოლიკურ ეკლესიას საშუალოდ 3-4 წელიწადი მართვდა.ინტრიგებისა და მაქინაციების ბუდედ ქცეულ “რომის წმინდა ეკლესიაში”,სხვადასხვა იტალიელი ფეოდალები ერთმანეთს თავიანთი რომის პაპობის პრეტენდენტების გამო ხშირად უპირისპირდებოდა.სწორედ ასეთ ქაოსურ პერიოდში გახდა რომის პაპი,უამრავი ლეგენდის მოქმედი ქალი – იოანა,რომლის საეკლესიო სახელი – იოანე VIII იყო.

891 წლის 6 ოქტომბერს რომის პაპის ტახტზე ავიდა ერთ-ერთი იტალიური არისტოკრატული საგვარეულოს წარმომადგენელი – ფორმოზუსი.იგი ერთი პერიოდის მანძილზე მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა ბულგარეთში.გარდა ამისა,ასრულებდა პორტუს ეპისკოპოსის მოვალეობას.თუმცა რომის პაპთან – იოანე VIII-სთან დაპირისპირების გამო განკვეთილ იქნა ეკლესიიდან.მას ბრალი დასდეს პაპის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში.კონსტანტინოპოლის პატრიარქის ფოტი I-ის დამაწყევარმა იოანეს შემდგომმა რომის პაპმა – მარინუს I-მა კი,ფორმოზუსის რეაბილიტირება მოახდინა და ისიც ეკლესიი წიაღს დაუბრუნდა.ამის შემდგომ ფორმოზუსმა რომის პონტიფიკოსის ასარჩევ კონკლავზე მხარი დაუჭირა სტეფანე V-ეს კანდიდატურას.ყოველი ახალი პაპის არჩევისას მისი გავლენა და ძალაუფლება საეკლესიო იერარქიაში ერთობ იზრდებოდა და საბოლოოდ 891 წლის 6 ოქტომბერს თავად იქნა არჩეული რომის კათოლიკური ეკლესიი საჭეთმპყრობელად.მის უმთავრეს სამიზნედ გვიდონიდები იქცა.მას სურდა,რომ რომის კათოლიკურ ეკლესიაში მათი გავლენა მინიმუმამდე დაეყვანა.იმის იმედით,რომ თავის მიზანს მიაღწევდა,იტალიაში ოფიციალურად მოიწვია გერმანიის მეფე – არნულფ კარინტიელი,რომელიც თავისი ხელით აკურთხა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორად.მანამდე,სანამ არნულფი გვიდონიდების უმთავრეს ცენტრზე – პოლეტოზე სალაშქროდ ემზადებოდა,მას პარალიჩი დაემართა,რის გამოც გერმანიაში გაბრუნება მოუწია.შესაბამისად,ფორმოზუსმა დაკარგა ძალიან გავლენიანი საყრდენი და მოკავშირე.გვიდონიდების წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ ტუსკულუმელი გრაფების დიდი აღშფოთება გამოიწვია (X-XI საუკუნეების იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გვარი,რომელთანაც დაკავშირებულია არა ერთი რომის პაპის,მათ შორის ანტი-პაპების არჩევა) და მათი ლიდერის თეოფლიქტე I-ის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს შეთქმულების გზით ფორმოზუსის ტახტიდან ჩამოგდება. 896 წლის 4 აპრილს რომის პაპი ფორმოზუსი დღემდე დაუდგენელი მიზეზით აღესრულა.რომის კათოლიკური ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი გახდა ბონიფაციუს I,თუმცა არჩევიდან 15 დღის შემდეგ ოფიციალურად განაცხადეს,რომ ის დაავადების “ნიკრისის ქარის” შედეგად გარდაიცვალა.მის შემდეგ გვიდონიდების უდიდესი გავლენის შედეგად რომის პაპის ტახტზე არჩეულ იქნა წარმომავლობით ახალგაზრდა რომაელი – სტეფანე VI,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი კათოლიკე სასულიერო პირის – იოანეს ვაჟი იყო.ახლად არჩეული პაპი,იმთავითვე გვიდონიდების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.მათ კი,როგორც საყოველთაოდ იყო ცნობილი,ერთობ სძულდათ აწგარდაცვლილი პაპი – ფორმოზუსი,რომლის მიმართ განუზომელი სიძულვილისა და შურისძიების გრძნობა,არც მისი სიკვდილის შემდეგ განელებიათ. 897 წელს რომში ჩავიდა გვიდო IV და რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი – ლამბერტ II სპოლეტო,რომელთა უმთავრეს მიზანს გარდაცვლილი ფორმოზუსის გვამის ეგსგუმაცია და მისი “გასამართლება” წარმოადგენდა.ამ ამაზრზენ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სტეფანე VI-ემ.მას შემდეგ,რაც ფორმოზუსის ნეშტი საფლავიდან იქნა ამოღებული,იგი გადასვენებულ იქნა რომში მდებარე “ლათერანის ბაზილიკაში”.სტეფანეს მოთხოვნით,გარდაცვლილის ნახევრადგახრწნილი ნეშტი (რომის პაპის სამოსით) დასვეს ტახტზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,დაიწყეს მისი “დაკითხვის პროცედურა”.საოცარია ისიც,რომ პასუხებს სინოდს სცემდა ფორმოზუსის ტახტის უკან ჩამალული დიაკვანი,ფორმოზუსისვე ხმის იმიტირებით.იგი დადანაშაულებულ იქნა რიგ დანაშაულებებში და “წმინდა სინოდმა” გააუქმა ყველა ის დეკრეტი თუ ბრძანება,რაც გამოცემულ იქნა ფორმოზუსის მიერ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გარდაცვლილს,სინოდისვე გადაწყვეტილებით მოჰკვეთეს ის თითები,რომლითაც პირჯვარს იწერდა და რიგ ბრძანებებს აწერდა ხელს.მას გახადეს რომის პაპის სამოსი და სრულიად “შიშველი” და პატივაყრილი ჩამოატარეს “მარადიული ქალაქის” ქუჩებში,რის შემდგომაც დაასავლავეს უცხოელთა საძმო სასაფლაოზე,თუმცა მოგვიანებით,როგორც ამბობენ მძარცველებმა ამოიღეს საფლავიდან მდიდარი ნადავლის მიღების იმედით,მაგრამ როდესაც ვერაფერი იპოვეს მისი ნეშტი მდინარე ტიბრში გადააგდეს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სტეფანე VI-ეს მიერ ფორმოზუსის ამაზრზენმა სასამართლომ რომის მოქალაქეებში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.რამდენიმე თვეში ის დააკავეს და ციხეში გაგუდეს.”შემზარავი სინოდი”,რომელსაც “მკვდარ სინოდადაც” მოიხსენიებენ,რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მოვლენად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)

სტეფანე VI

ფორმოზუსი

ლათერანის ბაზილიკა – სადაც გაიმართა “შემზარავი სინოდი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>