პოლ პოტის “უსასტიკესი რეჟიმის” შესახებ…

“წითელი ქმერების” ლიდერი და კამბოჯის პირსისხლიანი დიქტატორი პრემიერ-მინისტრი – პოლ პოტი (1928-2989 წლები),რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – სალოტ სარი,ერთ-ერთი უსასტიკესი რეჟიმის დამყარების შემოქმედადაა აღიარებული მსოფლიო იტორიაში.უტოპიური კომუნიზმის იდეებით შეპყრობილი დიქტატორის სახელთან ასოცირდება კამბოჯის მილიონობით მშვიდობიანი მოსახლის რეპრესიები და წამება-განადგურება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ყოველივე ამის შემოქმედი გახლდათ ის კაცი,რომელმაც წარმატებით დაამთავრა პარიზში მდებარე დიდებული სობრონის უნივერსიტეტი,სადაც დაეუფლა რადიოელექტრონიკის მეცნიერების დარგს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ პოლ პოტი ქვეყანაში განუზომელი ძალაუფლებით სარგებლობდა,მას მაინც დიქტატორებისათვის დამახასიათებელი არატიპიური თვისებები ჰქონდა: სძულდა ყოველგვარი ფუფუნება; იკვებებოდა საერთო სასადილოებში; რეპრესირებულ და განადგურებულ მტრების ოჯახებს არასოდეს ართმევდა პირად საკუთრებას; გულგრილად ეკიდებოდა ლამაზ ქალებს და მთელი ცხოვრება მეუღლის ერთგული დარჩა; არასოდეს ჰქონია გახსნილი ანგარიშები ბანკებში; არ გააჩნდა პირად საკუთრებაში არსებული ბინა და როდესაც გარდაიცვალა,მის ოჯახს მხოლოდ რამდენიმე არაფასეული ნივთი დაუტოვა.

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პოლ პოტს სურდა ფულის,როგორც სავაჭრო ელემენტის განადგურება და მის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ საქციელად ისტორიკოსები,ქვეყნის დედაქალაქში – პნომპენში ეროვნული ბანკის შენობისა და მისი საცავების აფეთქებას მიიჩნევენ.მძლავრი აფეთქების შედეგად უამრავი ფულადი კუპიურა მოეფინა პნომპენის ქუჩებს,თუმცა ვინც კი მათ აღებას შეეცდებოდა,პოლ პოტის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები ადგილზე ხვრეტდნენ.საინტერესოა ისიც,რომ სხვა მილიონობით რეპრესირებულ ადამიანებთან ერთად,რეპრესირებულ იყვნენ თავად დიქტატორის უახლოესი ნათესავები და მეგობრები.საყოველთაოდ იყო კამბოჯაში ცნობილი,რომ მას ერთობ სძულდა ფოტოების გადაღება.როდესაც მისმა ახლობელმა მხატვარმა პოტის პორტრეტი დახატა სამახსოვროდ,აღნიშნული პორტრეტის ქსეროქსებზე დაბეჭდილი ასლები გავრცელებულ იქნა ჯარისკაცებში,რომლებიც მას გულის ჯიბით ატარებდნენ.გაიგო-რა პოლ პოტმა ამის შესახებ ინფორმაცია,განრისხდა და გასცა ბრძანება,ყველა ის ვინც მისი პორტრეტების გავრცელებაში მიიღო  მონაწილეობა დაეკავებინათ.ბრძანების გაცემიდან მალევე,დაკავებულ იქნა სურათების გავრცელების მთავარი შემოქმედი მხატვარი,რომელიც ჯერ სასტიკად აწამეს,ხოლო ბოლოს კი – დახვრიტეს…

პოლ პოტს სძულდა ადამიანების კულტად ქცევა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ სახეზეც კი არ იცოდა ვინ იყო მათი ქვეყნის მმართველი.აღსანიშნავია ისიც,რომ წითელი ქმერების სამთავრობო გუნდის წევრები ერთმანეთს არა სახელებით,არამედ ნომრებით მიმართავდნენ,მაგალითად “ამხანაგი ნომერი ერთი”,”ამხანაგი ნომერი ორი” და ასე შემდეგ.თავად კამბოჯის პირველ პირს კი,მეტად მოკრძალებული ნომერი გააჩნდა – “ამხანაგი ნომერი 87″ და იგი თავის დირექტივებს ამ სახელწოდებით გამოსცემდა კიდეც.გასაოცარია ისიც,რომ რამდენიმე ხნის მანძილზე თავად პოლ პოტის და-ძმამაც კი არ იცოდნენ,რომ მათი ძმა იყო კამბოჯის ხელისუფალი და როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელის პორტრეტი იხილეს გაოცებისაგან წარმოთქვეს: “გამოდის,რომ ჩვენს ქვეყანას პატარა სალოტი მართავს!” პოლ პოტმა,ისივე როგორც სხვა “ბურჟუაზიული ელემენტები”,საკუთარი დედმამიშვილებიც შრომა-გასწორებით საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა.იმ ინვალიდ ადამიანებს,რომლებიც დედაქალაქიდან გასახლებას დაექვემდებარნენ,დიქტატორის ამაზრზენ ჯარისკაცებს სახლებიდან გამოჰყავდათ,ბენზინს ასხამდნენ და წვავდნენ.პნომპენი წითელი ქმერების დიქტატურის დამყარებიდან სულ რამდენიმე დღეში იქცა “მოჩვენებების ქალაქად”.პნომპენიდან ასეთივე ტალღა გავრცელებულ იქნა უკვე კამპუჩიად წოდებული ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.ერთადერთი კვარტალი დედაქალაქში,რომელიც ხელშეუხებელი გადარჩა,გახლდათ ეგრეთ წოდებული “ობიეტი ნომერი C 21″,სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობა ცხოვრობდა.ქვეყნის პირველ მტრად აღიარებული იქნა – ინტელიგენტები,რომლებიც დაექვემდებარენ კიდეც რეპრესიის საშინელ ტალღას.მეტად უცნაურია ის,რომ წითელი ქმერები ინტელიგენტებად მიიჩნევდნენ იმ ადამიანებსაც კი,რომლებიც სათვალეებს ატარებდნენ.ამიტომ,სადაც ასეთ ადამიანებს გადეყრებოდნენ,ადგილზევე ხვრეტდნენ.კამპუჩიაში განადგურებულ იქნა პედაგოგიური,სახელოვნებო,სამეცნიერო და სხვა აუცილებელი პროფესიული დარგები.გარდა ამისა,ქვეყანაში განადგურებულ იქნა ადგილობრივი რელიგიური ტაძრები,რომლებსაც ისინი ყაზარმებად და თავლებად გამოიყენებდნენ.ხელისუფლების მიღებული კანონის თანახმად,განადგურებას ექვემდებარებოდა ყველა უცხოელი და კამპუჩიელი,გარდა წითელი კჰმერებისა.მათი მმართველობის პირველივე წელიწადს სრულიად მოიშალა ეკონომიკა და ყველა პოლიტიკური სოციალური ინსტიტუტი.გადამწვარი იქნა ბიბლიოთეკები,თეატრები და კინო-დარბაზები.საჯაროდ იქნა დამწვარი ეროვნული არქივები.აიკრძალა მუსიკა,ცეკვები და ტრადიციული დღესასწაულები.პირისა და მიწისაგან აღგავეს მრავალი სოფელი და გლეხები საერთო სოფლის კომუნებში შეასახლეს.მსხვრეპლთ,თავად ათხრევინებდნენ საკუთარ სამარეებს.როდესაც ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა პოლ პოტს ჰკითხა,თუ რატომ ანადგურებდა ის ბავშვებს,ასეთი პასუხი მიიღო: “იმიტომ,რომ ისინი შესაძლოა სახიფათო ადამიანები აღიზარდნონ!”.პატარების ნააწილს,წითელი ქმერები დედებს კალთიდან აგლეჯდნენ და სპეციალურ სკოლებში მიჰყავდათ აღსაზრდელად,სადაც “რევოლუციის დაუნდობელ ჯარისკაცებად” და “განსაკუთრებულ ადამიანებად” ზრდიდნენ.ფაქტიურად,პოლ პოტის უსასტიკესი რეჟიმი წითელი ქმერების იმ არმიაზე იდგა,რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო.მან,კამპუჩიაში სრულიად გააუქმა ქორწინების ინსტიტუტი,თუმცა თავად,საკუთარ ოჯახს დიდ პატივს სცემდა.იმ ადამიანებს,რომლებსაც წითელი ქმერების დაუნდობელი ჯარისკაცები თავებს მოჰკვეთდნენ,კიდებდნენ ბოძებზე პლაკატების თანხლებით: “მე – როვოლუციის მტერი ვარ!” გარდა ამისა,ისედაც გაუბედურებულ პატიმრებს სხვადასხვა ცხოველების ლუკმად აქცევდნენ (არაერთხელ დაფიქსირებულა ფაქტები,როდესაც წითელმა ქმერებმა ადამიანები ნიანგებს დააგლეჯინეს.ამ ამაზრზენი სანახაობით კი,შემდეგ დეგრადირებული გონების პატრონები ერთობ “ხალისობდნენ”).

მაო ძედუნი გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე ოფიციალურად შეხვდა პოლ პოტს.აღნიშნულ შეხვედრაზე მან კამბოჯელ დიქტატორს შემდეგი რამ განუცხადა: “აღფრთოვანებული ვარ თქვენი მიღწევებით.თქვენ მოიპოვეთ ბრწყინვალე გამარჯვება.ერთი დარტყმით გაანადგურეთ კლასობრივი უთანასწორობა.სახალხო კომუნები,რომლებიც შედგება ღარიბი და საშუალო ფენების გლეხებისაგან – აი,ჩვენი ნამდვილი მომავალი!”

საბოლოოდ პოლ პოტის უსასტიკესი და დაუნდობელი რეჟიმი ვიეტნამთან კონფლიქტს გადაჰყვა. 1998 წლის 15 აპრილს სამოცდათორმეტი წლის ასაკში მყოფი სისხლიანი დიქტატორი – პოლ პოტი,კამბოჯაში მდებარე ანლონგვენგის ოლქში,გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა (არის ვერსია,რომ თავი მოიკლა).იგი,სხვა თავისი თანამზრახველებისაგან განსხვავებით მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა.სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში მილიონობით ადამიანის გამანადგურებელმა და დაუნდობელმა დიქტატორმა კი,განაცხადა: “მე – არაფერს ვნანობ!..” (ავტორი გენია.ჯი)

“წითელი კჰმერები”-ს დროშა

კამპუჩიის (კამბოჯა) დროშა

პოლ პოტი სიბერეში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>