იური გაგარინის “წერილი ოჯახს”
“გამარჯობათ, ჩემო ძვირფასებო!
გადავწყვიტე რამდენიმე სტრიქონი მოგწეროთ. მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო ის სიხარული და ბედნიერება, რომელიც დღეს განვიცადე. სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა,რომ მე,პირველი გამგზავნოს კოსმოსში.იცით,ჩემო ძვირფასებო,როგორი ბედნიერი ვარ? და სწორედ თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ეს უდიდესი სიხარული და ბედნიერება.ისეთ უბრალო ადამიანს,როგორიც მე ვარ,მანდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მნიშვნელობის დავალება,რასაც კოსმოსში პირველი გზის გაკვლევა ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი)
ნუთუ შესაძლებელი იყო ამის ოცნება და წარმოდგენაც კი? ეს – ისტორიაა,ეს – სრულიად ახალი ერაა! ხვალ მე უნდა გავფრინდე კოსმოსში.თქვენ ამ დროს საოჯახო საქმეებით იქნებით დაკავებული.ჩემს მხრებზე ძალიან დიდი ტვირთის მქონე დავალება და ამოცანა ძევს.ძალიან მინდა ახლა თქვენთან ერთად ვიყო და გესაუბროთ.თუმცა-კი თქვენგან ძალიან შორსა ვარ.მიუხედავად ამისა,მაინც ჩემს სიახლოვეს იმყოფებით.
ტექნიკას სრულიად ვენდობი.წესითა და რიგით ის არ უნდა გამოვიდეს მწყობრიდან.თუმცა არსებობს სიტუაციები,როდესაც შესაძლო ხდება ადამიანმა კისერი წაიტეხოს.ამიტომ შესაძლებელია,რომ მეც ანალოგიური რამ შემემთხვეს.მაგრამ ამის არ მჯერა.თუკი რაიმე დამემართა,ძალიან გთხოვთ მწუხარებას არ გადაჰყვეთ.სიცოცხლე გრძელდება… არავინ არის გარანტირებული იმით,რომ ხვალ ავტომობილი არ დაეჯახება.გაუფრთხილდით ჩვენს პატარა გოგონებს.გიყვარდეს ისინი ისევე,როგორც მე მიყვარხარ თქვენ.ძალიან გთხოვთ,აღზარდოთ ისინი ნამდვილ ადამიანებად.ისეთ ადამიანებად,რომლებსაც ცხოვრება ვერ შეაშინებს.ამაში თქვენ სახელმწიფო დაგეხმარებათ.შენი (წერს მეღლეს) პირადი ცხოვრება ისე წაიყვანე,როგორც საკუთარი სინდისი და ღირსება გიკარნახებს,როგორც საჭირო იქნება.მინდა იცოდე,რომ არავითარ ვალდებულებას არ გაკისრებ, და არცა მაქვს ამის უფლება.რაღაც ძალიან სევდიანი წერილი გამომდის… იმედი მაქვს,რომ თქვენ ამ წერილს ვერასოდეს წაიკითხავთ და თავად შემრცხვება საკუთარი თავის ასეთი მსწრაფლმავალი სისუსტის გამო.თუმცა,თუკი გაუთვალისწინებელი რამ მოხდება.მინდა ყველაფერი იცოდეთ.
დღევანდელ დღემდე სინდის-ნამუსიანად,სამართლიანად და სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ ვიცხოვრე.ბავშვობაში წავიკითხე ცნობილი საბჭოთა პილოტის ვალერი ჩკალოვის სიტყვები: “თუკი ხარ – უნდა იყო პირველი!” და აი,მეც ამას ვცდილობ და ვეცდები მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.ჩემი კოსმოსში გაფრენა მინდა მივუძღვნა სრულიად ახალ საზოგადოებას,ჩვენს მეცნიერებას,კომუნიზმსა და ჩვენსავე დიად ქვეყანას.იმედი მაქვს,რომ რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით და ვიქნებით უბედნიერესნი.
არ დაივიწყო ჩემი მშობლები და თუკი გექნება შესაძლებლობა – დაეხმარე მათ.ჩემგან დედას და მამას დიდი მოკითხვა გადაეცი.მაპატიონ,რომ ამის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ,თუმცა არც უნდა სცოდნოდათ.ვფიქრობ საკმარისია! კარგად იყავით ჩემო ძვირფასებო! გკოცნით და გეხვევით თქვენი იური!
10. 04. 1961 წელი”
P.S. აღნიშნული წერილი იური გაგარინის ოჯახს საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ გადასცა,რაც იური გაგარინი ტრაგიკულად დაიღუპა 1968 წლის 27 მარტს ერთ-ერთი საწვრთნელი ფრენის დროს ვლადიმირის ოლქის სოფელ ნოვოსიოლოვთან. (ავტორი გენია.ჯი)