მარკუს ანეუს ლუკანუსი
მარკუს ანეუს ლუკანუსი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 39 წელს,ესპანეთის ქალაქ კორდობაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ესპანური წარმომავლობის მქონე რომაელ პოეტსა და ეპიკოსს,რომელსაც ვირჯილიუსის შემდეგ,იმ პერიოდის საუკეთესო პოეტად მოიხსენიებენ.ლუკანუსი ნათესავი გახლდათ უდიდესი რომაელი ფილოსოფოსის ლუციუს ანეუს სენეკასი. (ავტორი გენია.ჯი) განათლება რომში,ცნობილ ფილოსოფოსის ლუციუს ანეუს კორნუტუსის ზედამხედველობის ქვეშ მიიღო.იგი დროის რამდენიმე პერიოდში,დაწინაურებული პიროვნება გახლდათ,რომის დიქტატორის ნერონის საიმპერატორო კარზე.მოგვიანებით კი ლუკანუსი ნერონის ერთ-ერთ საძულველ პიროვნებად იქცა.მიზეზი კი ამისა გახლდათ შური იმპერატორისა ლუკანუსის უდიდესი პოეტური ტალანტის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო,ლუკანუსს ნერონმა ბრალი დასდო შეთქმულებაში მონაწილეობაში და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.მას შემდეგ რაც დიდ პოეტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,მან 65 წელს,რომში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ვენები გადაიხსნა).ლუკანუსის შემოქმედება შედგებოდა ბრწყინვალე პოემებისაგან.მის მიერ დაწერილი პოემა “ორფეოსი” შუა საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა.გარდა ამისა,მის კალამს ეკუთვნის პოემა “კატაქტონიონი”,ტრაგედია – “მედეა” და სხვა.თუმცა მიუხედავად მისი ნაყოფიერი მოღვაწეობისა,დღევანდელ დღემდე უმეტესი ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა.ლუკანუსის მხოლოდ რამდენიმე პოემა და ეპიგრამაა შემორჩენილი.ლუკანუსს დიდი კრიტიკოსებიც ჰყავდა,მაგალითად ისეთი ცნობილი ძველრომაელი რიტორიკოსი,როგორიც გახლდათ – მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსი, (ავტორი გენია.ჯი) რომელიც მას უფრო რიტორიკოსად მიიჩნევდა,ვიდრე პოეტად.მიუხედავად ამისა – მარკუს ანეუს ლუკანუსი,დღემდე მიჩნეულია რომაული პოეზიის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად.