ნოდარ დუმბაძე – “დიასახლისებო!”
„დიასახლისებო! წყევლაში თავისებური ეგზოტიკა და სილამაზეა, სწორედ ამიტომ უხარიათ ქმრებს, როდესაც ცოლები წყევლიან. წყევლა – ეს პოეტური კატეგორიაა და ამიტომ მასში, როგორც ფორმა, ისევე შინაარსიც, გარკვეულ ჰარმონიაში უნდა იყოს.
განსაკუთრებით მოსახერხებელია ასეთი წყევლათა კატეგორიის ჩამოყალიბება ახალმიღებულ ბინაში. მოავლებ თუ არა თვალს ექსპლოატაციაში ახლადგადაცემულ ბინას, არ შეიძლება პირზე მისით არ მოგადგეს შემდეგი ხატოვანი წყევლა:
- შენ გაგებზარა გული ამ კედელივით, შენ გაგისკდა შუბლი ამ კარივით, შენ გაგიშრა ყელი ამ ონკანივით, შენ გაგაცივა ამ რადიატორივით, შენ დაგეფსო თვალები ამ ელექტრონივით, შენ გაგიჩნდა ქეცი ამ შპალიერივით, შენ ამოგცვივდა კბილები ამ პარკეტივით, შენ მოგგჯა ენა ამ სახელურივით, შენ დამუნჯდი ამ რადიოსავით, შენ დაგეფშვნა ძვლები ამ გაჯივით, შენ მოიშალე ამ ელექროზარივით, შენ დაიგრიხე ამ გასაღებივით და შენ დაყრუვდი ჩვენი სახლმართველივით.
დიასახლისებო! გამოსცადეთ ზემოხსენებული მეთოდი და გამოცდილება მეზობლებს გაუზიარეთ”. (ავტორი გენია.ჯი)