ზვიად გამსახურდია – „რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია?”
„ახლა კარგად გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს დასავლური ორიენტაცია. ზოგიერთს ეს ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების „ჰეროიკა”, მოდების წამხედურობა, ხელგაშლილი დგომა კრედიტების მოლოდინში, საეჭვო გარიგებები პოლიტიკურ ავანტურისტებთან და მათთან კავშირში ეროვნული სიმდიდრის განიავება, ასეთ დასავლურ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ. ამასთან, დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებლივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ, ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება დასავლური, ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ”. – (ავტორი გენია.ჯი)