საინტერესო ეროვნული “დევიზები”
1. “ღმერთი და ტონგა ჩემი მემკვიდრეობაა”. – ტონგის სამეფო
2. “სადაც ბედი წაგიღებს”. – ბერმუდის კუნძულები
3. “თითოეული ვცდილობთ,ერთად ვაღწევთ”. – ანტიგუა და ბარბუდა
4. “წვიმა”. – ბოტსტვანას რესპუბლიკა (ამ აღმოსავლეთ აფრიკული ქვეყნისათვის იმდენად იშვიათი და მნიშვნელოვანი მოვლენაა წვიმა და ზოგადად წყალი,რომ დევიზში მთელი მისი მოთხოვნილება ერთ სიტყვაში ასახეს) – (ავტორი გენია.ჯი)
5. “ვაცნობიერებთ-რა ღმერთს,ჩვენ მივისწრაფვით წინ,როგორც ერთიანი ერი”. – გრენადა
6. “სადაც იწყება ამერიკული დღე”. – გუამის ტერიტორია
7. “ღმერთის შემდეგ,ჩვენ გვიყვარს მიწა”. – დომინიკის თანამეგობრობა
8. “საზღვრებს იქეთ”. – ესპანეთის სამეფო
9. “ჩვენ დაკავშირებული ვართ კონსტიტუციასთან და ღმერთთან”. – იტალიის ყოფილი სამეფო (1861-1946 წლები)
10. “ალბანელების რწმენა – ალბანიზმია”. – ალბანეთის რესპუბლიკა
11. “ყაზახეთო – მხოლოდ წინ!” – ყაზახეთის რესპუბლიკა
12. “მოდით ერთად ვიმუშაოთ”. – კენიის რესპუბლიკა
13. “თავისუფლების სიყვარულმა აქ მოგვიყვანა”. – ლიბერიის რესპუბლიკა
14. “ჩვენ გვსურდა დავრჩენილიყავით ის,ვინც ვიყავით”. – ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
15. “დედა და სამშობლო,ზეციურ სამეფოზე ძვირფასია”. – ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
16. “ერთობა მრავალფეროვნებაშია”. – პაპუა-ახალი მგვინეის დამოუკიდებელი შტატები
16. “ჩვენ – ციხე-სიმაგრე ვართ”. – სვაზილენდის სამეფო
17. “შვედეთისათვის – ყოველთვის!”. – შვედეთის სამეფო
18. “ერთი ყველასათვის – ყველა ერთისათვის!” – შვეიცარიის კონფედერაცია