პიტ პრეს მარავიჩი – “ეპიზოდი”
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა – პიტ პრეს მარავიჩმა,რომელიც გამოდიოდა ისეთ უდიდეს ამერიკულ საკალათბურთო კლუბებში,როგორებიც გახლავთ – “ატლანტა ჰოუკსი”,”ნიუ-ორლეანი”,”იუტა ჯაზი” და “ბოსტონ სელტიკს”, NBA-ში 4 წლიანი გამოსვლის შემდეგ, 1974 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს განუცხადა: “არ მინდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 10 სეზონის განმავლობაში ვითამაშო და მერე 40 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდავიცვალო”.მიუხედავად მისი ასეთი სურვილისა,მარავიჩს NBA-ში თამაში მაინც 10 სეზონის განმავლობაში მოუწია. 1980 წელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ათ წლიანი თამაშის შემდეგ,მან ტრამვა მიიღო,რის შედეგადაც თავისი ბრწყინვალე კარიერის დარულება მოუწია. 1988 წლის 5 იანვარს 40 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად კალიფორნიის ერთ-ერთ საკალათბურთო დარბაზში კალათბურთის თამაშის დროს – პიტ პრეს მარავიჩი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.საუბედუროდ,მის მიერ წლების წინ გაკეთებული განცხადება ზუსტად ისევე ახდა,როგორც იწინასწარმეტყველა. (ავტორი გენია.ჯი)