არტურ ლაისტის მოგონებებიდან – “ოთარაანთ ქვრივის შესახებ”
დიდი გერმანელი მწერალი,პუბლიცისტი და მთარგმნელი – არტურ ლაისტი (1852-1927 წლები),რომელიც მეგობრობდა იმ პერიოდის ქართველ ინტელექტუალებთან,გამოირჩეოდა ქართული კულტურის კარგი ცოდნით.იგი თავის მემუარებში,უდიდესი ქართველი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის “უკვდავი” ნაწარმოების - ”ოთარაანთ ქვრივის” შესახებ იგონებდა:
“ჟინჟღლიანი დღე იყო,როცა ილიასთან შევედი.იგი თავის კაბინეტში იჯდა და როცა ჩემთან საუბარს მორჩა ახალი გერმანული წიგნების შესახებ,უცებ მითხრა: “საინტერესო იდეა მაქვს მოთხრობისათვის. (ავტორი გენია.ჯი) მან უნდა გადაგვიშალოს ქართველ გლეხებისა და უკანასკნელი დროის ქართველ მემამულეთა ფსიქოლოგია”.შემდეგ ილია თითქმის დაწვრილებით მომიყვა ახალი მოთხრობის ფაბულას,თანაც დასძინა,უფრო უკეთესად მოვიფიქროვო”.
მისი აზრი ძალიან მომეწონა.იგი თითქოს გაგრძელება იყო მისი აზრისა,”კაცია-ადამიანში” და “გლახის ნაამბობში” რომ გამოსთქვა,”ამ მოთხრობით თქვენ დაამტკიცებდით,რომ თქვენი იდეები ქართველ ერის ზნეობრივ სიმაღლისა მეტათ მწყობრათ მიმდინარეობს მეთქი”.ილიამ შემომხედა და მითხრა: “ჰო,პირველ მოთხრობებში მე ვიბრძოდი გლეხების ნივთიერ თავისუფლებისათვის.ამ მოთხრობაში კი მე მინდა გავლენა მოვახდინო მათს ზნეობრივ თავისუფლებაზეო” და საკმაოდ საინტერესო თეზისები წარმოსთქვა ქართველი ერის ყოფა-ცხოვრების და მისი ზნეობრივი სისპეტაკე-პატიოსნების შესახებ”.(ავტორი გენია.ჯი)