დიდი ქართველი მამულიშვილების ნააზრევი…
1. „უბედურო კაცობრიობავ! სტირი შენ მაშინ, როცა საფლავში ასვენებ მიცვალებულს, მაგრამ არ სტირი მაშინ, როდესაც შენს თვალწინ ცოცხლად იმარხებიან საფლავში და ცოცხალნი ლპებიან!” – არჩილ ჯორჯაძე
* * *
2. „ჩვენს ქვეყანაში მოსული სჯობს ჩვენი ხალხის სილამაზეს აქებდეს უწინარეს ყოვლისა: მთები რომ ლამაზები გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება როდია. არა მგონია, ჩვენი დიაცების სილამაზეც ჩვენი დამსახურება იყოს. ჩვენი დამსახურება ისაა, ეს ლამაზი ქვეყანა რომ შევინარჩუნეთ”. – კონსტანტინე გამსახურდია (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „კაცი ის არის, ვინც საზოგადო საქმის დროს პირადობას ივიწყებს”. – აკაკი წერეთელი
* * *
4. „კაცი რომ სულელების კბილთა ღრეჭას აყვეს, სად წავა”. – ილია ჭავჭავაძე
* * *
5. „მიგიხვდი შადიმან! ეგ ღვინო ჩემთვის დაგისხამს, ჯამი კი შენ დაგივარდა! ყოველი შენი საქმეც მაგ ღვინოსავით მოწამლულია. გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას – კარგი მამულიშვილობა!” – გიორგი სააკაძე
* * *
6. „აჩქარება მხოლოდ მაშინ არის საქები და გამოსადეგი, როცა მოყვასს შემწეობა სჭირდება, რომ განსაცდელს გადარჩეს”. – დიმიტრი ყიფიანი
* * *
7. „სხვა გიჟებს სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებს”. – გალაკტიონ ტაბიძე
* * *
8. „დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით”. – გრიგოლ ორბელიანი
* * *
9. „ამდენს სულში კაცს ერთი მოყვარე არა ჰყავდეს, დიდი სიავეა”. – სულხან-საბა ორბელიანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ჩემს მშობლებს თვრამეტი ქალ-ვაჟი ვყავდით, მე საქართვლოს ცხრამეტ შვილს ვუტოვებ. თქვენ?” – ასინეთ შავერზაშვილი (წარწერა ჟინვალის ქვაზე)