ინტელექტუალური ვიქტორინა Genia.Ge-სგან…
საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში ფრანგი ხალხი წუხდა, რომ ისინი ვერაფერს ხედავდნენ. სწორედ ამიტომ იქნა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უმალვე შეცვლილი ერთი მეორეთი. რაზე წუხდა ფრანგი ხალხი და რა იქნა ერთი მეორეთი შეცვლილი საფრანგეთის ხელისუფლების მიერ?
შეკითხვა N II: დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულმა პრემიერმა – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილმა,ერთ დღეს საბჭოთა კავშირის შესახებ მეტად მახვილგონივრულად შენიშნა: “საბჭოთა კავშირი არ არის ხალხთა საპყრობილე,იგი ხალხთა……… დააბოლოვეთ წინადადება.
შეკითხვა N III: სამი საუკუნის წინ ამ პროცედურას დაახლოებით 50 მეტრი მანძილის სიშორიდან ატარებდნენ.დროთა განმავლობაში ეს მანძილი 5-ჯერ იქნა შემცირებული,რამაც ერთ-ერთ საბჭოთა მეცნიერს შთაუნერგა იდეა გამოეგონებინა ის,რაც ყველა ჩვენთაგანისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი.დაასახელეთ რა იქნა გამოგონებული და ვინ იყო ამ გამოგონების ავტორი საბჭოთა მეცნიერი.
* * * * * * *
პირველი შეკითხვის პასუხი: საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში განხორციელებული რეპრესიების დროს უამრავი ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი.ამ საზარელ სანახაობას კი ძალიან ბევრი ხალხი ადევნებდა თვალს.სიკვდილის დასასჯელ იარაღად ჯალათები იყენებდნენ “გილიოტინას”.მიუხედავად ეშაფოტის სიმაღლისა,ხალხი კარგად მაინც ვერ ხედავდა დასჯის პროცესს,რაზედაც წუხდნენ კიდეც.სწორედ ამიტომ ჩაანაცვლა საფრანგეთის ხელისუფლებამ იმ პერიოდში”გილიოტინა” – “სახრჩობელით”.
მეორე შეკითხვის პასუხი: უინსტონ ჩერჩილის მახვილგონიერი წინადადების სრული ვერსიაა – “საბჭოთა კავშირი არ არის ხალხთა საპყრობილე,იგი ხალხთა კომუნალური ბინაა”.
მესამე შეკითხვის პასუხი: დიდი საბჭოთა ოფთალმოლოგის – დ.სინცევის (1875-1940 წლები) მიერ გამოგონებულ იქნა მხედველობის შესამოწმებელი ცხრილი,რომელსაც დღეს”სინცევის ტაბულა”-ს უწოდებენ.