იაპონური კორპორაციის საოცრად ეფექტური ნაბიჯი…
მსოფლიოში ცნობილმა და წამყვანმა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტროტექნიკის მწარმოებელმა იაპონურმა კორპორაციამ “მაცუშიტა დენკი”-მ,ერთ-ერთი თავისი თანამშრომელი (მუშა) სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობის არასათანადო შესრულებისათვის გაათავისუფლა.კომპანიის განაწყენებულმა ექს-თანამშრომელმა განთავისუფლებიდან რამდენიმე დღეში სასამართლოს სარჩელით მიმართა და კორპორაციისაგან მოითხოვა,რომ იგი სამსახურში აღედგინათ.”ამომავალი მზის” ქვეყნის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანია დაავალდებულა იგი სამსახურში აღედგინა.რაღა თქმა უნდა,კანონმორჩილმა კორპორაციამ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი ულავე აღასრულა.თუმცა სამსახურში აღდგენილ თანამშრომელს,ძალიან უცნაური გარემო დაახვედრა: კორპორაცია “მაცუშიტა დენკი”-მ სპეციალურად მისთვის გამოყო მეტად კომფორტული ოთახი,დაუნიშნა იმაზე მეტი ხელფასი,ვიდრე ჰქონდათ მის თანამშრომლებს და მიანიჭეს ყველა ის პრივილეგია,რითაც სარგებლობდნენ კორპორაციის რიგი ხელმძღვანელები.მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში მოხდა საოცარება,რადგან სამსახურში აღდგენილმა თანამშრომელმა თავად დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება,რაც დაკმაყოფილებულ იქნა კიდეც.როგორც შემდგომ გაირკვა,მიუხედავად მისთვის მინიჭებული ყოველგვარი სიკეთეებისა,კორპორაცია მას არავითარ სამსახურეობრივ დავალებას არ აძლევდა და მუშის ერთადერთ მოვალეობას მთელი სამუშაო დღის განმავლობაში (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) – ტყუილად ყოფნა წარმოადგენდა.კომპანიის მიერ გადადგმულმა ასეთმა გასაოცარმა ნაბიჯმა კი,სამსახურში აღდგენილი იაპონელი მუშის ნერვული შეტევა გამოიწვია და იგი იძულებული გახდა თავად წასულიყო კორპორაციიდან. (ავტორი გენია.ჯი)