ნელსონ მანდელას მოსაზრებები…
“ჩემი ყველა ოცნების კულმინაცია – კაცობრიობის კოლექტიური სიბრძნეა.ახლა უფრო დარწმუნებული ვარ,ვიდრე ოდესმე ვიყავი: სოციალური თანასწორობა ადამიანთა ბედნიერების ერთადერთი ამოსავალი წერტილი… აი ასეთი საკითხების გარშემო მოძრაობს ჩემი გონება.მე ადამიანებზე ვფიქრობ,იმ იდეებზე,რომელთათვისაც ისინი იღწვიან; იმ ახალ სამყაროზე,რომელიც იბადება; ახალ თაობაზე,რომელიც ომს უცხადებს ნებისმიერი სახის ძალადობასა და სისასტიკეს,ნებისმიერ სოციალურ წყობას,რომელშიც პრივილეგიები უმცირესობას ეკუთვნის,უმრავლესობა კი სიღარიბეში ატარებს თავის ცხოვრებას”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ახალგაზრდა თაობამ ბევრი უნდა იმეცადინოს და მოემზადოს იმისათვის,რომ ადვილად შეითვისოს ის ყველაფერი,რასაც პროგრესი მოიტანს.ახლა მკაცრი და დაუნდობელი კონკურენციის ეპოქა მოდის და ყველაზე დიდ წარმატებას ის მიაღწევს,ვინც გულმოდგინედ იმუშავებს და ვისაც საკუთარ სფეროში უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია ექნება.ის საკითხები,რომლებიც კაცობრიობას აინტერესებს,განსწავლულობას მოითხოვს.ის,ვინც ამაში მოიკოჭლებს,დაიკარგება,რადგან მას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნისთვის აუცილებელი მონაცემები არ გააჩნია”.
* * *
“სანამ ციხეში მოვხვდებოდი,ადამიანის მეხსიერების განსაკუთრებულ უნარს ვერ ვაფასებდი.არ მეგონა,თუ მას ასეთი მოცულობის ინფორმაციის ტარება შეეძლო”.
* * *
“მე სხვების დახმარებას საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა შევწირე”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბრძოლა ჩვენი ცხოვრებაა!”