ვენედიქტ ეროფეევი – “ეპიზოდი”

ცნობილმა რუსმა მწერლმა და პოეტმა – ვენედიქტ ეროფეევმა (1938-1990 წლები),კომუნიზმის ზეობის ეპოქაში დაწერა ფსევდო-ავტობიოგრაფიული პოსტმოდერნისტული პოემა – “მოსკოვი – მამლები”.ცნობილია,რომ ეროფეევის მიერ ერთი წლის (1968-170 წლები) მანძილზე დაწერილი პოემა,საბჭოთა კავშირში ცენზურის მიერ დაბლოკილი იქნა,რადგან მასში აღწერილი იყო საბჭოთა ინტელექტუალი ალკოჰოლიკის – ვენია ეროფეევის ისტორია.გარდა ამისა,მასში საკმაოდ დიდი მონოლოგია მოცემული ალკოჰოლის შესახებ.ამიტომ,პოემის პირველი გამოქვეყნება 1973 წელს ისრაელის ერთ-ერთ მცირეტირაჟიან ჟურნალში – “AMI”-ში განხორციელდა. 1977 წელს იგი გამოქვეყნებულ იქნა პარიზშიც.საბჭოთა კავშირში ეროფეევის პოემა პირველად მხოლოდ და მხოლოდ “გარდაქმნის” პერიოდში (1988-1989 წლებში) იქნა დაბეჭდილი და გავრცელებული.ყველაზე საინტერესო გახლავთ ის ფაქტი,რომ თავად პოემის ავტორის პირადი თხოვნის საფუძველზე,თითოეული წიგნის ეგზემპლარის ფასი – 3 მანეთი და 62 კაპიკით განისაზღვრა.ამის უმთავრეს მიზეზად კი,ეროფეევმა დაასახელა ის,რომ საბჭოთა კავშირში იმ პერიოდისათვის ყოველი ერთი ბოთლი არაყი,ოფიციალურად სწორედ 3 მანეთი და 62 კაპიკი ღირდა. (ავტორი გენია.ჯი)

ვენედიქტ ეროფეევი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>