სემიუელ პიპსი – “ეპიზოდი”
სემიუელ პიპსი (1633-1703 წლები) – წარმოადგენდა ინტელექტუალური შესაძლებლობებით მდიდარ ინგლისის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტს,პარლამენტის წევრსა და საზღვაო მეთაურს.მისი სახელი ფართო საზოგადოებისათვის,ცნობილი იმ დღიურის აღმოჩენის შემდეგ გახდა,რომელიც სემიუელის გარდაცვალებისთანავე იქნა აღმოჩენილი.სემიუელის მიერ ნაწარმოებ დღიურში პიპსს დეტალურად იყო აღწერილი ლონდონის 1666 წლის საშინელი ხანძარი და XVII საუკუნის ლონდონში განვითარებული უმნიშვნელოვანესი მოვლენები.მიუხედავად იმისა,რომ სემიუელის დღიური მისი გარდაცვალებისთანავე იქნა ნაპოვნი,მომდევნო 150 წლის მანძილზე ამ უდიდესი ისტორიული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია სრულიად გასაიდუმლოებული გახდა.ამის უმთავრესი მიზეზი,იყო ის,რომ პიპსის მიერ დაწერილი დღიურის ტექსტის უდიდესი ნაწილი დაშიფრული იყო.სპეციალისტებს,ლინგვისტებსა და რიგი დარგების მეცნიერებს კი,სწორედ 150 წელიწადი დასჭირდათ იმისათვის,რომ იგი გაეშიფრათ და მასში მოყვანილი ფაქტები საზოგადოებისათვის გაეცნოთ. (ავტორი გენია.ჯი)