ტაქსიდერმია
ტაქსიდერმია (ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “ტყავის წესრიგში მოყვანას” აღნიშნავს) – წარმოადგენს ცხოველების ფიტულების დამზადების უმთვარეს მეთოდიკას.ასეთ ნიმუშებს,როგორც წესი,ძირითადად ამზადებენ სამუზეუმო ექსპონატებისათვის,თუმცა არცთუ ისე იშვიათად,ტაქსიდერმისტებს მიმართავენ ის ადამიანებიც,რომელთაც უჭირთ თავიანთ დაღუპულ ცხოველებთან განშორება.ცხოველთა ფიტულებს ხშირად ვხვდებით მონადირეების ბინებშიც.ტაქსიდერმიის ფუძემდებელი გახლავთ დიდი ფრანგი ბუნებისმეტყველი,თერმომეტრისა და ინკუბატორის ერთ-ერთი გამომგონებელი – რენე ანტუან რემოიური (1683-1757 წლები).ფიტულების დასამზადებლად იყენებენ ფაუნის მკვდარი წარმომადგენლების ისეთ ტყავს,რომელიც ნაკლებად არის დაზიანებული.იმისათვის,რომ ფიტული იგი კარგი სახით იქნას შენარჩუნებული,ამ საქმის სპეციალისტები ცხოველის ტყავს ან ყინავენ,ან კიდევ 70 გრადუსიან სპირტში იანახავენ.მას შემდეგ,რაც მას სათანადო კონდიციებამდე მიიყვანენ,ტყავს ჭიმავენ ხის ან რომელიმე სახის მეტალის სპეციალურად გამოყვანილ ჩარჩოებზე,რომლებსაც ავსებენ სხვადასხვა რბილი მატერიალებით,მაგალითად ბამბით.ტაქსიდერმისტების მიერ დამზადებულ იქნა ისეთი ცნობილი ცხოველების ფიტულები,როგორებიც იყვნენ – ბელკა და სტრელკა (ძაღლი-კოსმონავტები),ლიზეტა (პეტრე I-ის ცხენი) და სხვა.გარდა ამისა,სხვადასხვა პერიოდებში ტაქსიდერმისტების მიერ დამზადებულ იქნა ფაუნის იმ წარმომადგენელთა ფიტულები,რომლებიც დღეისათვის ბუნებაში აღარ არსებობენ. (ავტორი გენია.ჯი)
რენე ანტუან რემეიური
ბელკასა და სტრელკას ფიტულები