სტივ პოლ ჯობსის მოსაზრებები…
“მე მწამდა ღმერთი 50%-ით,თუმცა თითქმის ყოველთვის მეჩვენებოდა,რომ ჩვენი ყოფა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით,რასაც თვალი ხედავს.ახლა,როცა სიკვდილთან პირისპირ ვარ,ძალიან მინდა მისი მწამდეს”.
* * *
“როდესაც 17 წლის ვიყავი,ერთი ციტატა წავიკითხე: “თუკი ყოველ დღეს ისე იცხოვრებ,თითქოს ეს შენი ბოლო დღეა,ერთ დღეს ის მართლაც ბოლო აღმოჩნდება”.ამ ფრაზამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.მას შემდეგ წლებია,ყოველ დილით სარკეში ვიყურები და საკუთარ თავს ვეკითხები,დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს,გავაკეთებდი თუ არა იმას,რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? როდესაც პასუხი რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფითია,ვხვდები,რომ რაღაც უნდა შევცვალო”.
* * *
“სიკვდილი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო გამოგონებაა.ის არის ცვლილებათა მიზეზი.სიკვდილი გზას ძველისგან წმენდს და უთავისუფლებს ახალს.დღეს ახლები თქვენ ხართ,მაგრამ ოდესღაც (არც ისე დიდი ხნის მერე) თქვენც დაძველდებით და თქვენგანაც გაიწმინდება გზა.მაპატიეთ დრამატიზმი,მაგრამ ეს სიმართლეა.თქვენი დრო შეზღუდულია,ამიტომ არ დაკარგოთ ის სხვათა ცხოვრებაზე საუბრით,არ მოექცეთ იმ დოგმების ხაფანგში,რომელიც გეუბნებათ,რომ სხვისი აზრებით უნდა იცხოვროთ,არ დაანებოთ სხვათა მოსაზრებებს,გადაფაროს თქვენი შინაგანი ხმა!
ყველაზე მთავარია,გამოიჩინოთ გამბედაობა – მიჰყვეთ თქვენს გულსა და ინტუიციას.მათ ზუსტად იციან,ვინ ხართ სინამდვილეში და რა გსურთ.ყველაფერი დანარჩენი მეორე ხარისხოვანია”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საქმეში ჩემი მისაბაძი “ბითლზია”.ეს შესანიშნავი ოთხეული გახლდათ,რომლის წევრებიც ერთმანეთის ნაკლოვანებებს ფარავდნენ,ერთმანეთს აწონასწორებდნენ და საოცარ მუსიკას ქმნიდნენ”.
* * *
“მე ყოველთვის Apple-თან ვიქნები დაკავშირებული.იმედი მაქვს,რომ ჩემი ცხოვრების ძაფი და Apple-ის ძაფი ერთმანეთს გადაეწნება და რაღაც გობელენის მსგავსი მოიქსოვება.შეიძლება დადგეს წლები,როცა Apple-ში აღარ ვიქნები,მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები”. (ავტორი გენია.ჯი)