შინდი – (ხე, რომელმაც ეშმაკი მოატყუა)
შინდისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ულამაზესი მცენარე – შინდი,მსოფლიოს სხვა უამრავ ქვეყანასთან ერთად ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც (ჩვეულებრივი შინდი).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ მცენარეს უძველესი ეპოქებიდან იცნობდა ადამიანი და მის სახელს არერთი მეტად საინტერესო ისტორიებიც უკავშირდება.ძველი ბერძნები,რომაელები და სპარსები მას თავისი გემრიელი ნაყოფის გამო ალუბალთან აიგივებდნენ და მისგან იმთავითვე ამზადებდნენ სხვადასხვა სახეობის წვენებს,ჯემებსა და საკონდიტრო ნაწარმებს.აღმოსავლეთის ქვეყნებში,ისევე როგორც ადრეულ პერიოდებში დღემდე ამზადებენ შინდის ღვინოსა და არაყს.
შინდი ფართოდ არის გავრცელებული თურქეთშიც,სადაც მის შესახებ მეტად საინტერესო ლეგენდაც არსებობს: გაზაფხულის დასაწყისის ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში ეშმაკი გამოჩნდა.მან იხილა შინდის ხის ულამაზესი ყვავილობა და იფიქრა,რომ ეს მცენარე სხვა მცენარეებთან შედარებით ყველაზე ადრე მისცემდა ნაყოფს.სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან,რომ ამ პროცესს დალოდებოდა შინდის ხის ძირში.დაჯდა ეშმაკი,თუმცა მისთვის მოულოდნელად სამ თვემდე მოუწია ლოდინი.შინდის ნაყოფის მოლოდინში,იგი ხედავდა,რომ სხვა მცენარეების ნაყოფები ბევრად უფრო ადრე დამწიფდნენ.საბოლოოდ,შინდის ნაყოფი,როგორც წესი გაზაფხულის ბოლოს შემოვიდა.მას შემდეგ,ეშმაკი შინდის ხეს ახლოს აღარ გაკარებია.აღნიშნული ლეგენდის გავრცელებიდან მალევე,თურქეთში შინდს – “ხე,რომელმაც ეშმაკი მოატყუა”-ს უწოდეს და მას დღემდე ასევე მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)