სერ ჰენრი მორგანი – “ეპიზოდი”
განსაკუთრებული სისასტიკით განთქმული საყოველთაოდ ცნობილი უელსელი მეკობრე და შემდგომში ინგლისის სამეფო ფლოტის ადმირალი - სერ ჰენრი მორგანი (1635-1688 წლები),იამაიკაში დაბრუნების შემდეგ დაკავებულ იქნა (ეს ის პერიოდია,როდესაც ინგლისსა და ესპანეთს შორის სამშვიდობო ზავი იქნა დადებული).ყველა იმედოვნებდა,რომ მას ინგლისში აუცილებლად სიკვდილით დასჯიდნენ (ჩამოახრჩობდნენ),თუმცა მათ არ იცოდნენ ის საიდუმლოება,რომ მორგანი თავად ინგლისის სამეფო კარის მფარველობის ქვეშ ესხმოდა თავს,”ნისლიანი ალბიონის” დაუძინებელი მტრის – ესპანური ფლოტილიის ხომალდებს.ფაქტიურად,ჰენრი მორგანი ინგლისური პოლიტიკის გამტარებელი მეკობრე იყო.სამეფო სასამართლომ მის წინააღმდეგ აწარმოა ინსცენირებული სასამართლო სხდომები და გამოიტანა განაჩენი: “არც ერთი წაყენებული ბრალი არ დაუმტკიცდა!” ამის შემდგომ,იგი კვლავაც იამაიკაში დააბრუნეს და იამაიკის ვიცე-გუბერნატორის პოსტიც უბოძეს.გარდა ამისა,მას მიანიჭეს სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის წოდებაც. 1688 წლის 25 აგვისტოს იამაიკის ქალაქ პორტ-როიალში ჰენრი მორგანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მეკობრე დაკრძალულ იქნა იამაიკაში მდებარე წმინდა ეკატერინეს სრული სამხედრო პატივით.თუმცა,მისი დაკრძალვიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში (1682 წლის 7 ივნისს) იამაიკაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა,რასაც მორგანის საფლავის ზღვის ფსკერზე ჩაძირვა მოყვა. (ავტორი გენია.ჯი)