რატომ მიანიჭეს საფრანგეთის მოქალაქეობა – ფრიდრიხ შილერს?

გამოჩენილმა ფრანგმა რევოლუციონერმა და საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთმა დამაარსებელმა – ჟორჟ ჟაკ დანტონმა (1759-1794 წლები), 1792 წელს ხელი მოაწერა განკარგულებას,რომლის თანახმადაც საფრანგეთის მოქალაქის სტატუსი მიენიჭა ვინმე – “ბატონ ჟილს”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ არც დანტონმა და არც მისმა თანამებრძოლებმა არ იცოდნენ იმ პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარი,რომელსაც მიანიჭეს საფრანგეთის მოქალაქეობა.თავის მხრივ – “ბატონ ჟილად” მათ (როგორც შემდგომ გაირკვა) ნაგულისხმევი ჰყავდათ გენიალური გერმანელი პოეტი,ფილოსოფოსი და ისტორიის პროფესორი – იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805 წლები).ფრიდრიხ შილერმა (“ბატონმა ჟილმა”) დანტონისა და სხვა ფრანგი რევოლუციონერების სიმპატია მას შემდეგ მოიპოვა,რაც ციხეში მყოფმა ანონიმურად გამოაქვეყნა თავისი ცნობილი პიესა (დრამა) – “ყაჩაღები”,რომელიც გაჟღენთილი იყო თავისუფლებისადმი ბრძოლის ლტოლვით.შესაბამისად,ფრიდრიხ შილერს საფრანგეთის მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს,სწორედ მის მიერ 1781 წელს გამოქვეყნებული პიესის – “ყაჩაღები”-ს გამო. (ავტორი გენია.ჯი)

ჟორჟ ჯაკ დანტონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>