ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო (პელე) – “ეპიზოდი”

ნაკლებად არის ცნობილი,რომ ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა – ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო (პელე) მუსიკის დიდი სიყვარულით გამოირჩევა და ადრეულ პერიოდში თავადაც კი მღეროდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მის მიერ შესრულებული რიგი სიმღერები ალბომის (ფირფიტების სახით) გაყიდვაში პირველად საბჭოთა კავშირში ჩაეშვა.ამ ფაქტმა ბრაზილიური პრესის დიდი აღშფოთება გამოიწვია და მას “ეროვნული ღირსების” შელახვა და “სირცხვილი” უწოდეს.ერთ-ერთი ბრაზილიური გაზეთი დანანებით წერდა: “ფეხბურთის ბრაზილიელი მეფის პირველი მუსიკალური ფირფიტა გამოიცა არა ჩვენს სამშობლოში,არამედ საბჭოთა კავშირში”.თუმცა ბრაზილიური პრესის მიერ ეროვნული ღირსების შემლახველ გარემოებად მაინც უმთავრესად მიჩნეულ იქნა ის,რომ საბჭოთა კავშირში არავის მოსვლია აზრად პელესათვის საავტორო უფლებებისათვის განკუთვნილი ჰონორარი გადაეხადათ.იგივე ბრაზილიური გაზეთი წერდა: “კიდევ უფრო სამწუხარო კი არის ის,რომ პელეს ერთი სენვატოც არ გადაუხადეს”.შესაბამისად,ფეხბურთის ლეგენდას პელეს,თავის პირველ სოლო ალბომში,რომელიც “წითელ იმპერიაში” გამოიცა – ჰონორარი არ აუღია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>