კლოდ გასპარ ბაშე დე მეზირიაკი
კლოდ გასპარ ბაშე დე მეზირიაკი – დაიბადა 1581 წლის 9 ოქტომბერს საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ბურკ-ან-ბრესში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ წევრს საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიისა,მათემატიკოსს,პოეტს,მთარგმნელსა და ლინგვისტს.მეზირიაკი შეძლებული ფრანგი აზნაურის ოჯახში დაიბადა,თუმცა სამწუხაროდ მშობლები ადრეულ პერიოდში გარდაეცვალა.სწავლა დაიწყო რემისში მდებარე იეზუიტთა კოლეჯში,სადაც მისი მასწავლებელი გახლდათ ცნობილი ფრანგი მათემატიკოსი და იეზუიტი – ჟაკ დე ბილი,რომელთანაც შემდგომ დიდი მეგობრობა და მატემატიკაში საერთო ინტერესები აკავშირებდა.კლოდმა სწავლის პერიოდში დაეუფლა რამდენიმე უცხო ენას – ლათინურს,ესპანურს,ბერძნულს,ივრითსა და იტალიურს. (ავტორი გენია.ჯი) ლექსების დაწერა და გამოქვეყნება ფრანგულ,ლათინურ და იტალიურ ენებზე დაიწყო. 1612 წელს დაქორწინდა (ქორწინებიდან შვიდი შვილი შეეძინა).იმავე წელს მათემატიკურ მეცნიერებაში ღრმად განსწავლულმა მეზირიაკმა გამოაქვეყნა თავშესაქცევი არითემატიკული გამოცანები,სახელწოდებით: “Problemes plaisants” (დამატებითი გამოცემა განხორციელდა 1624 წელს).განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი მატემატიკოსებში დაიმსახურა კლოდის მიერ 1621 წელს გამოქვეყნებულმა ნამუშევარმა “არითემატიკა”-მ,სადაც განხილული იყო გენიალური ძველბერძენი მატემატიკოსის – დიოფანტე ალექსანდრიელის (დაახლოებით III საუკუნე) მათემატიკური ხედვები.აღსანიშნავია ისიც,რომ მეზირიაკმა თავად თარგმნა ბერძნულიდან ლათინურ ენაზე იგი და გაუკეთა მეტად საინტერესო და ვრცელი კომენტარებიც.სწორედ აღნიშნული თარგმანი იქცა მრავალი მათემატიკოსისათვის ერთგვარ “სამაგიდო წიგნად,მათ შორის ისეთი დიდი მატემატიკოსისათვისაც კი,როგორიც გახლდათ ეროვნებით ფრანგი – პიერ დე ფერმა (1601-1665 წლები).ცნობილი ფაქტია,რომ პიერმა თავისი ცნობილი მათემატიკური თეორემა,რომელსაც – “ფერმას დიდი თეორემის” სახელით ვიცნობთ,ფრომულირება სწორედ მეზირიაკის მიერ თარგმნილი დიოფანტეს წიგნის მეშვეობით მოახდინა.გარდა მათემატიკური ნამუშევრებისა,კლოდმა გამოაქვეყნა ფრანგული პოეზიის ანთოლოგია – “Delices”.კლოდ გასპარ ბაშე დე მეზირიაკი,რომელიც XVII საუკუნის საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ ადამიანად მიიჩნეოდა,გარდაიცვალა 1638 წლის 26 თებერვალს მშობლიურ ბურკ-ან-ბრესში.მისი სახელი კი დღემდე ასოცირდება პიერ დე ფერმას მიერ შექმნილ – “ფერმას დიდი თეორემასთან”,რადგან მეცნიერები მიიჩნევენ,რომ აღნიშნული მათემატიკური თეორიის ფორმულირება,რომ არა მეზირიაკის თარგმანი,ფერმას ძალიან გაუჭირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)