რობერტ ჯეიმზ “ბობი” ფიშერი – “ეპიზოდი”
ისლანდიური წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი მოჭადრაკე და მსოფლიოს რიგით მეთერთმეტე ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის – რობერტ ჯეიმზ “ბობი” ფიშერი (1943-2008 წლები),არა მარტო თავისი სკანდალური საქციელებით გამორჩეული პიროვნება,არამედ მეტად ამპარტავნული თვისებებითა და ოდიოზური გამონათქვამებით ცნობილი ინტელექტუალიც გახლდათ.იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს არწმუნებდა: “ამ ორმა რომ ერთმანეთს საჭადრაკო დაფაზე შეხვდნენ,მათ შორის პარტია აუცილებლად საყაიმო შედეგით დასრულდებოდაო”.ჟურნალისტი რაღა თქმა უნდა დაინტერესდა თუ ვის გულისხმობდა ფიშერი იმ ორში,რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
” – რაღა თქმა უნდა მე ვიგულისხმე – ღმერთი და საკუთარი თავი!”. (ავტორი გენია.ჯი)