ქსერქსე I – “ეპიზოდი”
როგორც ისტორიული დოკუმენტები მოწმობენ,როდესაც ძველ სპარტაში მეფე გარდაიცვლებოდა,ათი დღის განმავლობაში იხურებოდა ყველა ბაზარი და სასამართლო დაწესებულება.როდესაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს სპარსეთის მეფეს ქსერქსე I-ს (ძვ.წ.აღ-ით 521-465 წლები),იგი გაოცდა და განაცხადა: “ასეთი წესი სპარსეთში ჩემი მმართველობისას არასოდეს დამკვიდრდება.როგორ შეიძლება ერთგული ქვეშევრდომები მოსწყვიტო მათთვის ყველაზე საყვარელ გასართობ დაწესებულებებს?!”. (ავტორი გენია.ჯი)