მიქელანჯელო ბუონაროტი – “სონეტი”

მარმარის ნატეხს – გამომზირალს ცივად და მკაცრად –

         რად დაემგზავრა,მშვენიერო,ხვედრი კეთილი? –

         და წარმავლობას – უკვდავებად გამოკვეთილი

         ქმნილება ებრძვის შემოქმედის ჯუფთად და ნაცვლად.

         შედეგი რჩება სრულქმნილებად,მიზეზი – ნაცრად,

         და ხელოვნება ბუნებაზე – მსახვრალ ბედივით

         იმარჯვებს თითქოს, რათა ჟამი მიწყივ მედინი

         ქვის ქმნილებაში ჩაამკვიდროს,ჩადოს და ჩაწნას.

         ასე, საჭრეთელს შეუძლია სულ სხვა მისნობა,

         რომ ჩვენს სიცოცხლეს მიანიჭოს  მარადისობა;

         და როს სხეული ხრწნადობისთვის შეემზადება,

         შენ,ქვადქცეული,გააგრძელებ დროში მგზავრობას

 * * *

         და ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატება

         ჩვენს სიყვარულზე მოუყვება შთამომავლობას.

კომენტარის დატოვება