ფრაზეოლოგია „რევოლუციების” შესახებ…
1. „რევოლუცია ჰგავს იმ ქალს, რომელიც ღამით ყველაზე ბედნიერს გხდის ქვეყანაზე, დილით კი – გკლავს. სწორედ ამიტომ აღარ იქნება მომავალში ბევრი რევოლუციები, რადგან ამ ქალს ქმრები უკვე აღარ დარჩა ცოცხალი”.
* * *
2. „ნებისმიერი რევოლუცია – აჯანყების პერიოდში მხოლოდ წვინტლიანი რომანტიკაა. გამარჯვების შემდეგ კი, იგი დრაკონის ხახა ხდება”. – გეორგი ზოტოვი
* * *
3. „თუკი დიქტატურა წარმოადგენს ფაქტს, მაშინ რევოლუცია წარმოადგენს მოვალეობას”.
* * *
4. „თავდაპირველად ამბოხს ყველაზე სუსტები იწყებენ”. – ირვინ უელში
* * *
5. „რევოლუცია კარგია პირველ ეტაპზე. მაშინ ხომ იმათი თავები ფრენენ ჰაერში, ვინც მაღლა იდგა”. – ოლდოს ჰაკსლი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „რევოლუციას არ უყვარს მაყურებლები”. – ჟიულ ვერნი
* * *
7. „საშინელია დაფიქრდე იმაზე, თუ რამდენი ხელოვნების ნიმუში და ძეგლი გაანადგურა რევოლუციამ”. – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა
* * *
8. „დანაშაულებრივი რეჟიმები ჩამოყალიბებული იქნა არა დამნაშავეების, არამედ იმ ენთუზიასტების მიერ, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ გზა სამოთხისაკენ გახსნეს”. – მილან კუნდერა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „რევოლუციის შემდეგ სამსახურს იკეთებენ არა თავად რევოლუციონერები, არამედ ბიუროკრატები და ტექნოკრატები. ისინი კი, როგორც წესი – კონტრევოლუციონერები არიან”. – ჩე გევარა
* * *
10. „რევოლუციის დროს საზოგადოების ზედაპირზე ამოდის ნაძირლებისა და დამნაშავეების ფენა”. – უილიამ სომერსეტ მოემი
* * *
11. „ვინც იკვებება პრივილეგიებით, მოიმკის რევოლუციას”. – კლოდ ტილიე
* * *
12. „ჟურნალისტს შეუძლია გადატრიალება მოახდინოს ერთი სტატიით, პოლიტიკოსს ერთი კანონით, როკ-ჯგუფს ერთი სიმღერით”. – ფილიპ სტარკი
* * *
13. „ყოველ წარმატებულ სახელმწიფო გადატრიალებას – რევოლუციას უწოდებენ, ხოლო წარუმატებელს – ამბოხებას”. – ჯოზეფ პრისტლი
* * *
14. „რევოლუციები საჭიროა, რათა განადგურდნენ რევოლუციონერები”. – მაქსიმ გორკი
* * *
15. „ხალხის ოპიუმი არა რელიგია, არამედ რევოლუციებია”. – სიმონა ვეილი